ფორმულა 1: კალენდარი ისევ შეიცვალა

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ კიდევ ერთხელ შეიტანა კორექტივები 2016 წლის ჩემპიონატის კალენდარში. წინა ვერსიის თანახმად, ჩემპიონატი 3 აპრილს, ავსტრალიის გრან-პრით უნდა გახსნილიყო, მაგრამ გუშინ გამოქვეყნებული წინასწარი განრიგის მიხედვით, ეს რბოლა 20 მარტისთვის გადმოიტანეს, ასევე ბაჰრეინისა და ჩინეთის ეტაპებს ადგილები გაუცვალეს, ხოლო მალაიზიის გრან-პრი წინა თარიღთან შედარებით, თვენახევრით გვიან გაიმართება.

კალენდრის ახალი ვერსია, ჯერჯერობით, წინასწარია, მაგრამ უკვე ხვალ, ის შესაძლოა, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს სხდომაზე დაამტკიცონ.

გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport-ის მონაცემებით, ავსტრალიის გრან-პრის მარტში ჩატარება იმით არის განპირობებული, რომ
გუნდებს ზაფხულში ერთთვიანი დასვენება შეუნარჩუნდეთ და არ ჩატარდეს სამი ეტაპი სამი კვირის განმავლობაში, როგორც ეს წინა ვერსიით იყო ნავარაუდები.

2016 წლის კალენდრის წინასწარი ვერსია ასე გამოიყურება:
20 მარტი - ავსტრალია
3 აპრილი - ბაჰრეინი
17 აპრილი - ჩინეთი
1 მაისი - რუსეთი
15 მაისი - ესპანეთი
29 მაისი - მონაკო
12 ივნისი - კანადა
26 ივნისი - ბრიტანეთი
3 ივლისი - ავსტრია
17 ივლისი - ევროპა (ბაქო)
31 ივლისი - გერმანია
7 აგვისტო - უნგრეთი
4 სექტემბერი - ბელგია
11 სექტემბერი - იტალია
25 სექტემბერი - სინგაპური
2 ოქტომბერი - იაპონია
16 ოქტომბერი - აშშ
30 ოქტომბერი - მექსიკა
6 ნოემბერი - ბრაზილია
20 ნოემბერი - მალაიზია
27 ნოემბერი - აბუ დაბი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული