მექსიკა დიდი ცირკისთვის მზად არის

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, მეხიკოში ძმები როდრიგესების სახელობის ავტოდრომის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სწორედ ამ ტრასაზე, ერთი თვის შემდეგ გაიმართება მექსიკის გრან-პრი, რომელიც 20 წელზე მეტია არ ყოფილა ფორმულა 1-ის კალენდარში.

ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ემერსონ ფიტიპალდი, "მაკლარენის" ყოფილი მენეჯერი ჯო რამირესი და "ფორს ინდიას" პილოტი სერხიო პერესი.

სწორედ ამ უკანასკნელს ერგო პატივი - პირველს გაევლო მანქანით ახალ ტრასაზე. პერესი "იარდლი-ბრმ P135"-ის საჭესთან იჯდა. ეს ის მანქანაა, რომლითაც კიდევ ერთმა მექსიკელმა პედრო როდრიგესმა შორეულ 1970 წელს ბელგიაში გაიმარჯვა.
სერხიო განახლებული ტრასით კმაყოფილი დარჩა.

"აქ არის ძალიან სწრაფი, საშუალო და ძალიან ნელი მოსახვევების კომბინაცია, რაც ბევრი გასწრების გარანტიას იძლევა, - განაცხადა პერესმა. - ვფიქრობ, მექსიკური ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი იქნება და ის სერიოზულ გამოცდას მოუწყობს პილოტებს".

როგორც ვარაუდობენ, მექსიკის ტრასა მეორე იქნება საშუალო სიჩქარის ოდენობით, იტალიური "მონცას" შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული