ფორმულა 1: "ლოტუსს" ახალი პილოტი ჰყავს

AutoSharing Option
ფრანგულ-მალაიზიურმა საჯინიბომ "ლოტუსმა" დაადასტურა, რომ 2016 წლის ჩემპიონატში ვენესუელელი პასტორ მალდონადოს მეწყვილე იქნება ჯოლიონ პალმერი.

ბრიტანელი შეცვლის რომენ გროსჟანს, რომელიც გაისად ამერიკული "ჰაასის" ღირსებას დაიცავს. ამ სეზონში, 24 წლის პილოტი რამდენჯერმე იჯდა "ლოტუსის" საჭესთან პარასკევის პრაქტიკების დროს.

შეგახსენებთ, რომ პალმერი გასულ სეზონში GP2-ის ჩემპიონი გახდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში გამოვალ. "ლოტუსში" სწავლისა და პროგრესის შესანიშნავი შესაძლებლობა მომცეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მესამე პილოტის რანგში დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, შევძლებ მის გამოყენებას 2016 წელს. მოუთმენლად ველოდები
ახალი სეზონის დაწყებას", - განაცხადა ჯოლიონ პალმერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული