ფორმულა 1: ჟან ტოდტი: მიხაელ შუმახერი სიცოცხლისთვის იბრძვის

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა და "ფერარის" ყოფილმა შეფმა ჟან ტოდტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი აგრძელებს აღდგენით პროცესს 2013 წლის დეკემბერში მიღებული თავის უმძიმესი ტრავმის შემდეგ.

ტოდტის თქმით, ეს არის ბრძოლა სიცოცხლისთვის. ამის შესახებ წერს BBC News.

"ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ყველამ ერთად, მის ოჯახთან ერთად უნდა დავეხმაროთ მიხაელს აღდგენაში. შუმახერს ძალიან ხშირად ვხედავ. ის აგრძელებს ბრძოლას", - განაცხადა ტოდტმა.

ლეგენდარული გერმანელი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის სანაპიროზე საკუთარ სახლში 15 სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშაა. აგვისტოს დასაწყისში შუმახერის მენეჯერმა
საბინა კემმა
განაცხადა, რომ პილოტმა გამოჯანმრთელება დაიწყო. მისი სიტყვებით, რეაბილიტაციის პროცესში დადებითი ტენდენციები შეინიშნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული