ფორმულა 1: "რედ ბულს" ისევ "რენო" შერჩა

AutoSharing Option
გამოცემა Autosport-ის ინფორმაციით, ავსტრიული საჯინიბო "რედ ბული" ახლოსაა იმასთან, რომ 2016 წლის ბოლომდე გაახანგრძლივოს ურთიერთობა "რენოსთან". როგორც იტყობინებიან, "რედ ბულის" მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა დასტური მისცა ამ გარიგებას.

თავდაპირველად, "რედ ბულის" ხელმძღვანელობამ გაწყვიტა "რენოსთან" კონტრაქტი ფრანგული კომპანიის მიერ მიწოდებული ძრავების არასაკმარისი სიმძლავრისა და საიმედოობის გამო, რის შემდეგაც, ავსტრიელებმა ვერ შეძლეს "მერსედესთან", "ფერარისთან" და "ჰონდასთან" მოლაპარაკება.

ამიტომაც, ძრავების გარეშე დარჩენილი "რედ ბული" "რენოსთან" ურთიერთობის გაგრძელების ვარიანტს დაუბრუნდა.

"რედ ბულისგან" მიღებული თანხის დახმარებით, "რენო" გააგრძელებს საკუთარი საქარხნო გუნდის შექმნას, აგრეთვე იზრუნებს ძალისმიერი აგრეგატების
გაუმჯობესებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული