კვალიფიკაცია
- ნიკო როსბერგმა კარიერაში 21-ე პოული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ერთით ჩამორჩება ფერნანდო ალონსოს. ესპანელს ბოლო პოული სამი წლის წინ, გერმანიაში ჰქონდა. იქედან მოყოლებული, როსბერგმა 20 პოული მოიპოვა.- "ინტერლაგუშში" როსბერგმა კარიერაში 39-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს მიკა ჰაკინენს.
- "მერსედესი" პირველი გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 14-ჯერ დაიკავა სასტარტო ბილიკის პირველი რიგი.
- ბრაზილიაში
რბოლა
- "მერსედესმა" ახალი რეკორდი დაამყარა. F1 W06 პირველი მანქანა გახდა ისტორიაში, რომელმაც სეზონში ხუთჯერ შეძლო დომინირება რბოლაში - დაიკავა სასტარტო ბილიკის პირველი რიგი, რბოლაში ორჯერ უჩვენა საუკეთესო წრე და დუბლი შეასრულა. წინა რეკორდი ეკუთვნოდა McLaren MP4-4-ს - ოთხი მსგავსი დომინირება 1988 წელს.- Mercedes F1 W06-ს კიდევ ერთი სერიოზული მიღწევა ეკუთვნის - ამ მანქანის ანგარიშზეა 11 ჰეთ-თრიკი (პოული, მოგება და საუკეთესო წრე). ეს არის Ferrari 500-ის მოდელის რეკორდის გამეორება, მაგრამ ის დამყარებული იყო რამდენიმე წლის განმავლობაში - 1952-დან და 1956 წლამდე. "მერსედესს" კი ერთი წელი ეყო.
- ნიკო როსბერგმა მე-13 რბოლა მოიგო კარიერაში და გაუთანაბრდა საერთო სიაში 21-ე ადგილზე მყოფ ალბერტო ასკარისა და დევიდ კულტჰარდს. ახლა, ფორმულა 1-ის ისტორიაში მხოლოდ ერთი მრბოლელია, ვისაც როსბერგზე მეტი რბოლა აქვს მოგებული, მაგრამ არასოდეს ყოფილა ჩემპიონი - სტირლინგ მოსი 16 მოგებით.
- ლუის ჰემილტონი სეზონში მეთექვსმეტედ ავიდა პოდიუმზე. ბოლო ორ წელიწადში, ბრიტანელმა 37 რბოლიდან მხოლოდ ხუთჯერ ვერ შეაღწია სამეულში.
- "მერსედესმა" სეზონში მეთერთმეტედ შეასრულა დუბლი.
- სებასტიან ფეტელმა სეზონში მეშვიდედ დაიკავა მესამე ადგილი, რითაც მარკ უებერის 2011 წლის რეკორდი გაიმეორა.
- კიმი რაიკონენმა ზედიზედ მეათედ მოიპოვა ქულები ბრაზილიაში.
- მაქს ფერსტაპენი გახდა პირველი მრბოლელი "ტორო როსოს" ისტორიაში, ვინც ზედიზედ ექვს რბოლაში მოიპოვა ქულები. მან სებასტიან ფეტელის რეკორდი გააუმჯობესა (2008 წელს, ზედიზედ ხუთი შედეგიანი რბოლა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"