ფეტელი "რედ ბულს" მიჯაჭვულია

AutoSharing Option

როგორც ცნობილია, ბოლო დროს ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი "რედ ბულს" დატოვებს და "ფერარიში" გააგრძელებს კარიერას. მაგრამ ამასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა ჟურნალმა Speed Week-მა, რომლის გამომცემელია ავსტრიული კომპანია "რედ ბული".

 

როგორც ირკვევა, გერმანელი პილოტის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც ხელს შეუშლის სებას სხვა გუნდში გადასვლაში.

Speed Week-ის ინფორმაციით, თუ სებასტიანი 2011 წელს ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში პირველ სამეულში დაიკავებს ადგილს, კიდევ ერთი წელი მოუწევს "რედ ბულში" დარჩენა. ჟურნალი ირწმუნება, რომ ფეტელის მომავალი კარიერის შესახებ

ყველანაირი სპეკულაცია იმით არის გამოწვეული, რომ მისი კონტრაქტის შესახებ არაფერია ცნობილი.

"არსებობს პირობა, რომელიც მის მომავალ შედეგებს უკავშირდება, - დაადასტურა "რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ. - ასეთი დონის პილოტის გაშვებას არ ვაპირებთ".

 

* * *
გუშინ ვწერდით იმის შესახებ, რომ "ფორს ინდიამ" 2011 წლის სეზონისთვის ძირითად პილოტებად გერმანელი ადრიან სუტილი და ბრიტანელი პოლ დი რესტა დაასახელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უგუნდოდ დარჩა იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი, მიუხედავად იმისა, რომ მას ინდურ საჯინიბოსთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა.

ახლა მხარეები კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის დეტალებს განიხილავენ - ცხადია, რომ "ფორს ინდიას" სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს იტალიელისთვის. ამბობენ, რომ ამ ფულით ლიუცი და მისი მენეჯერი პეტერ კოლინზი HRT-ში ადგილის "შეძენას" აპირებენ. ეს გუნდი ერთადერთია პელოტონში, სადაც მომავალი სეზონისთვის ძირითადი პილოტის ვაკანსია დარჩა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული