ბოლიდი "ფერარი 290 MM", რომლითაც ლეგენდარული არგენტინელი პილოტი ხუან-მანუელ ფანხიო 1956 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა, "სოტბისის" კლასიკური მანქანების აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა.
თავის დროზე, "ფერარიმ" ამ სერიის მხოლოდ ოთხი მანქანა გამოუშვა. ფანხიოს ბოლიდი 34 წლის განმავლობაში კოლექციონერ პიერ ბარდინონის საკუთარება იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"