ფორმულა 1: "ფერარიმ" წასვლით დაიმუქრა

AutoSharing Option
"ფერარის" პრეზიდენტი სერჯო მარკიონე ფორმულა1-დან წასვლით იმუქრება. ამით ის აპროტესტებს ახალ წესებს, რომელიც ჩემპიონატში იაფფასიანი ძრავების დანერგვას ითვალისწინებს.

ადრე, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭომ ფორმულა 1-ის პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნსა და ფედერაციის პრეზიდენტს ჟან ტოდტს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის მანდატი მიანიჭა.

"ფერარის" წასვლა დიდი სირცხვილი იქნება, მაგრამ ჩვენს გუნდს ვერავინ დააჩოქებს მუხლებზე და ვერავინ ვერაფერს აიძულებს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცდილობენ შექმნან ძალისმიერი აგრეგატი, რომელიც უფრო მეტად ხელმისაწვდომი იქნებოდა პატარა გუნდებისთვის. ეს აზარალებს ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ძრავების განვითარება. სწორედ ეს არის
რბოლებში ჩვენი მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი. ჩვენ გავდივართ ტრასაზე, რომ დავუმტკიცოთ საკუთარ თავს და ყველა დანარჩენს ძრავების განვითარებაში ჩვენი შესაძლებლობები. თუ აღნიშნული უპირატესობა აღარ იარსებებს, ამ შემთხვევაში, "ფერარი" მონაწილეობას აღარ მიიღებს რბოლებში.

მე ძალიან კარგად მესმის პრობლემები, რომელსაც პატარა გუნდები აწყდებიან, მაგრამ მათი გადაწყვეტით ფედერაცია უნდა იყოს დაკავებული და არა "ფერარი", - მოჰყავს მარკიონეს სიტყვები Motorsport-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული