ფორმულა 1: ლუისი 37 წლამდე მოიცდის

AutoSharing Option
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში 37 წლამდე აპირებს დარჩენას. "მერსედესის" 30 წლის პილოტი უკვე ფიქრობს იმაზე, რას გააკეთებს მრბოლელის კარიერის დასრულების შემდეგ.

"ვაპირებ მეოთხე, მეხუთე და შემდეგი ჩემპიონატების მოგებას, - ამბობს ჰემილტონი. - ახლა, 30 წლის ვარ, ასე რომ, თანდათან ჩნდება რბოლების მიღმა ახალი მიზნები. ეს ჩემთვის მოხერხებული სამყაროა, რომელშიც გავიზარდე, მიყვარს და კარგად ვიცნობ მას.

მაგრამ ახლა მესმის, რომ სამყარო უფრო დიდია. არსებობს ბევრი რამ, რაც შეიძლება გააკეთო და გაიგო. ასე რომ, ვეძებ კარიერის შემდეგ
ჩემს მომავალ საქმიანობას. ბოლო წლებმა სწრაფად გაირბინეს. ვფიქრობ, უკვე 37 წლის ასაკში დავასრულებ კარიერას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული