ფეტელი არ მიდის

AutoSharing Option

როგორც ჩანს, დასრულდა სპეკულაციები მსოფლიოს ჩემპიონის - სებასტიან ფეტელის მომავალი კარიერის შესახებ. უკვე ვწერდით, რომ გერმანულმა პრესამ "რედ ბულთან" მიმდინარე კონტრაქტის მნიშვნელოვანი დეტალები შეიტყო. კერძოდ, თუ ფეტელი 2011 წლის ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში საპრიზო სამეულში მოხვდა, მისი ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება.
ამ სიახლეს გამოეხმაურა თავად სებასტიანი, რომელმაც განაცხადა, რომ "რედ ბულში" ყველაფერი აწყობს და არ აპირებს "ფერარიში" გადასვლას.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ჩემს კონტრაქტში ყველა პუნქტი მაკმაყოფილებს. კიდევ რამდენიმე სეზონი ვაპირებ "რედ ბულში" დარჩენას", - ამბობს მოქმედი ჩემპიონი.

სხვათა შორის, "სკუდერიაში" გერმანელის

გადასვლა გამორიცხა "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ. მან განაცხადა, რომ პრესამ არასწორად აღიქვა მისი სიტყვები, როცა გერმანელს გამარჯვება მიულოცა.

"ტრანსფერთან დაკავშირებით ფეტელისთვის ერთხელაც არ მიგვიმართავს. მე მას უბრალოდ სეზონის წარმატებით დასრულება მივულოცე, ჟურნალისტებმა კი ამისგან სენსაცია შექმნეს.

ჩვენ არ ვაპირებთ სებაზე აქცენტის გაკეთებას. იმედია, "სკუდერიას" მორიგი ახალწვეული "ფერარის აკადემიის" რომელიმე პილოტი გახდება", - განაცხადა დი მონტეძემოლომ.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული