საოცრება - ფორმულა 1 ალპებში

AutoSharing Option
თურმე შესაძლებელი ყოფილა სამთო-სათხილამურო ტრასაზე ფორმულა 1-ის ბოლიდით მოძრაობა.

ავსტრიის სამთო კურორტ კიტცბუელის სათხილამურო ტრასაზე სახელდახელოდ მოაწყვეს ტრეკი, რომელზეც რამდენიმე წრე გაიარა "ტორო როსოს"18 წლის პილოტმა მაქს ფერსტაპენმა. ამისთვის მან "რედ ბულის" 2011 წლის საჩემპიონო ბოლიდი გამოიყენა.

"მიყვარს თხილამურებით სრიალი, მაგრამ აქ "რედ ბულის" ბოლიდით გავლა - კიდევ უფრო უკეთესი ყოფილა", - თქვა ჰოლანდიელმა.

არაფერი უთქვამთ ფერსტაპენის მიერ დაფიქსირებულ მაქსიმალურ სიჩქარეზე, მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ მაქსმა კიტცბუელის სათხილამურო ტრასაზე სიჩქარის რეკორდი დაამყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული