მეორე დღე ფერნანდო ალონსოსია

AutoSharing Option

ვალენსიაში რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე მიმდინარე მეორე სატესტო დღე "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიგო. ესპანელმა დაახლოებით ნახევარი წამით აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სებასტიან ფეტელს, რომელიც წინა დღის ლიდერი გახლდათ. ამჯერად "რედ ბულის" წევრი მეორე ადგილს დასჯერდა და ფერნანდოსთან 0.3 წააგო. სამეული შეავსო "ფორს ინდიას" შოტლანდიელმა დებიუტანტმა პოლ დი რესტამ. სხვათა შორის, DTM-ის სერიის მოქმედმა ჩემპიონმა ყველაზე მეტი - 111 წრე გაიარა.

მეოთხე ადგილზე გავიდა ბრიტანელი ლუის ჰემილტონი "მაკლარენის" შარშანდელი ბოლიდით, შემდეგ იყო პოლონელი რობერტ კუბიცას "ლოტუს რენო", ხოლო მეექვსე ადგილი

მოულოდნელად HRT-ის პილოტმა ნარაიან კართიკეიანმა მოიპოვა.

 

ინდოელმა პილოტმა უკან ჩამოიტოვა ნიკო როსბერგი "მერსედესიდან", რომელსაც უფრო პროდუქტიული დღე ჰქონდა, ვიდრე სამშაბათს, როცა ჰიდრავლიკასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ტესტების შეწყვეტა აიძულა. ამჯერად გერმანელმა 69 წრე გაიარა. დღეს ნიკოს მიხაელ შუმახერი შეცვლის.

ტესტების მეორე დღეს დებიუტი ჰქონდა "ლოტუსის" ახალ მანქანას. მისმა ფინელმა ჰეიკი კოვალაინენმა პილოტმა ბოლო შედეგი აჩვენა, თუმცა კმაყოფილი დარჩა ახალი შასით.

აღსანიშნავია, რომ ტესტები ოთხჯერ შეწყვიტეს წითელი დროშებით. ამის მიზეზი მორიგეობით გახდნენ - რუბენს ბარიკელო, პოლ დი რესტა, ნიკო როსბერგი და სებასტიან ბუემი.
ტესტების მეორე დღის შედეგები:


1. ალონსო (ფერარი) 1:13.307 (108 წრე)
2. ფეტელი (რედ ბული) +0.307 (43)
3. დი რესტა (ფორს ინდია) +0.537 (111)
4. ჰემილტონი (მაკლარენი) +1.046 (83)
5. კუბიცა (ლოტუს-რენო) +1.105 (104)
6. კართიკეიანი (HRT) +1.165 (80)
7. როსბერგი (მერსედესი) +1.338 (69)
8. გლოკი (ვირჯინი) +2.101 (34)
9. ბარიკელო (უილიამსი) +2.716 (51)
10. პერესი (ზაუბერი) +2.891 (42)
11. მალდონადო (უილიამსი) +2.959 (29)
12. ბუემი (ტორო როსო) +3.052 (46)
13. ალგერსუარი (ტორო როსო) +3.167 (64)
14. უებერი (რედ ბული) +4.058 (17)
15. კოვალაინენი (ლოტუსი) +7.342 (15)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მჯერა ფერარის , უფრო ზუსტად ალონსოსი :) ისე მასას შედეგებიც საინტერესო იქნება,
avtuko
12:38 03-02-2011
0
საწყალი მასააა ძრავი დაეწვა :(
avtuko
17:57 03-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული