რა თქმა უნდა, საყოველთაო ყურადღება "ჰაასისკენ" იყო მიპყრობილი. ამერიკულ საჯინიბოს დებიუტი ექნება ფორმულა 1-ში. შეგახსენებთ, რომ ახალი გუნდი "ფერარის" ძრავით იქნება აღჭურვილი და შასის შექმნაც იტალიური გიგანტის დახმარებით მიმდინარეობდა.
შემდეგ "ფორს ინდიას" ჯერი დადგა. ჟურნალისტებს უჩვენეს VJM09, რომელიც შარშანდელისგან თითქმის არ განსხვავდება არც შეფერილობით და არც გარეგნობით. ეს არც არის გასაკვირი, რადგან გუნდმა ახალი მანქანის საფუძვლად აირჩია მოდელი, რომელსაც 2015 წელს, ბრიტანეთის გრანპრიზე ჰქონდა დებიუტი.
ამ სეზონში ფორმულა
შარშანდელმა აუთსაიდერმა "მანორმა" ახალი ფერებით გააოცა ყველა. ახალი მფლობელით, ხელმძღვანელებით, პილოტებით, ლოგოთი და შეფერილობით, "მანორი" ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად იწყებს ახალ სეზონს მართლაც ახალი მანქანით.
2016 წლის სასტარტო ბილიკი
ტესტებამდე ერთი დღით ადრე, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ 2016 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა ოფიციალური განაცხადი გამოაქვეყნა:44. ლუის ჰემილტონი ბრიტანეთი მერსედესი
6. ნიკო როსბერგი გერმანია მერსედესი
5. სებასტიან ფეტელი გერმანია ფერარი
7. კიმი რაიკონენი ფინეთი ფერარი
19. ფელიპე მასა ბრაზილია უილიამსი
77. ვალტერი ბოტასი ფინეთი უილიამსი
3. დანიელ რიკარდო ავსტრალია რედ ბული
26. დანიილ კვიატი რუსეთი რედ ბული
27. ნიკო ჰიულკენბერგი გერმანია ფორს ინდია
11. სერხიო პერესი მექსიკა ფორს ინდია
20. კევინ მაგნუსენი დანია რენო
30. ჯოლიონ პალმერი ბრიტანეთი რენო
33. მაქს ფერსტაპენი ჰოლანდია ტორო როსო
55. კარლოს საინსი ესპანეთი ტორო როსო
9. მარკუს ერიქსონი შვედეთი ზაუბერი
12. ფელიპე ნასრი ბრაზილია ზაუბერი
14. ფერნანდო ალონსო ესპანეთი მაკლარენი
22. ჯენსონ ბატონი ბრიტანეთი მაკლარენი
94. პასკალ ვერლაინი გერმანია მანორი
88. რიო ჰარიანტო იაპონია მანორი
8. რომენ გროსჟანი საფრანგეთი ჰაასი
21. ესტებან გუტიერესი მექსიკა ჰაასი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"