ლუისს სულ ცოტა დააკლდა "ალბერტ-პარკის" აბსოლუტურ რეკორდამდე, რომელიც სებასტიან ფეტელმა 2011 წელს დაამყარა - 1:23.529. და ჰემილტონი ნახევარი წუთით სწრაფი აღმოჩნდა მიხაელ შუმახერის პოულზე 2004 წელს, არადა, მიჩნეულია, რომ მაშინდელი მანქანები ყველაზე სწრაფები იყვნენ ფორმულა 1-ის ისტორიაში.
რა თქმა უნდა, სიჩქარეში ასეთი სხვაობა იმითაც აიხსნება, რომ "პირელიმ" მელბურნში
რაც შეეხება უშუალოდ რბოლისას წრეზე დროს, დღევანდელი მანქანები ძალიან ჩამორჩებიან ძველი ბოლიდებს. ავსტრალიის გრანპრის რეკორდი მიხაელ შუმახერს ეკუთვნის, რომელიც იმავე 2004 წელს არის დამყარებული - 1.24,125. წელს კი ავსტრალიაში დანიელ რიკარდოს მიერ დაფიქსირებული საუკეთესო დრო იყო - 1.28:997.
ამას თავისი ახსნა აქვს. კერძოდ, 2004 წელს დაშვებული იყო რბოლის მსვლელობისას საწვავის დამატება, ასე რომ, დისტანციის დროს მანქანები გაცილებით მჩატე და შესაბამისად, "საკვალიფიკაციო" ფორმატთან მიახლოებული იყო. რაც შეეხება პროგრესს შარშანდელ წელთან შედარებით, 2015 წელს "ალბერტ-პარკზე" საუკეთესო დრო იყო - 1.30,945 - ორი წამით უარესი, ვიდრე წელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"