ბევრს მიაჩნია, რომ ფერნანდო ალონსოს ავარია და წითელი დროშები რომ არა, "ფერარი" დამაჯერებლად მოიგებდა ავსტრალიის გრანპრის. მაგრამ ფაქტია, რომ "სკუდერიამ" მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და ბევრ კითხვაზე პასუხი სწორედ ბაჰრეინის ეტაპმა უნდა გაგვცეს.
შარშან, საჰირში გამართული რბოლის ბოლოს, "მერსედესს" პრობლემები შეექმნა მუხრუჭების გადახურების გამო, რაც ნიკო როსბერგს მეორე ადგილის დაკ
დღეს, "ფერარი" კიდევ უფრო ახლოს არის მოქმედ ჩემპიონთან და შეუძლია უფრო სერიოზული პრესინგის განხორციელება. და უკვე ეს შეიძლება საკმარისი გახდეს იმისთვის, რომ იტალიელებმა თანაბრად ებრძოლონ ლიდერებს. "მანქანას" კარგი ტემპი აქვს, თავად ბოლიდიც კარგია. მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ყოველ რბოლას თავისი ისტორია აქვს, - ამხნევებს თავის საჯინიბოს მაურიციო არივაბენე. - ჩვენ უნდა გადავფურცლოთ გვერდი და ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვიდეთ უკეთ ბაჰრეინში".
რბოლის წინ გავრცელებული აზრი ასეთია: "ფერარის" უკვე დღეს შეუძლია "მერსედესთან" თანაბრად ბრძოლა, მაგრამ გერმანელებს კვალიფიკაციაში დამაჯერებელი უპირატესობა უმაგრებთ ზურგს.
საჰირის ტრასა
სიგრძე: 5412 მ
წრეების რიცხვი: 57
რბოლის დისტანცია: 308,238 კმ
მოსახვევები: 15 (9 მარჯვენა, 6 მარცხენა)
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1205 მ
ტრასის რეკორდი: 1:30.252 (შუმახერი, "ფერარი", 2004)
ყველაზე მეტი მოგება: 3 - ალონსო
უქმეების განრიგი
1 აპრილი, 15:00 - I პრაქტიკა
1 აპრილი, 19:00 - II პრაქტიკა
2 აპრილი, 16:00 - III პრაქტიკა
2 აპრილი, 19:00 - კვალიფიკაცია
3 აპრილი, 19:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. როსბერგი (მერსედესი) - 25
2. ჰემილტონი (მერსედესი) - 18
3. ფეტელი (ფერარი) - 15
4. რიკარდო (რედ ბული) - 12
5. მასა (უილიამსი) - 10
6. გროსჟანი (ჰაასი) - 8
7. ჰიულკენბერგი (ფორს ინდიან) - 6
8. ბოტასი (უილიამსი) - 4
9. საინსი (ტორო როსო) - 2
10. ფერსტაპენი (ტორო როსო) - 1
ბაჰრეინის ბოლო 10 რბოლა
წელი პოული რბოლა
2015 ჰემილტონი (მერსედესი) ჰემილტონი (მერსედესი)
2014 როსბერგი(მერსედესი) ჰემილტონი (მერსედესი)
2013 როსბერგი(მერსედესი) ფეტელი (რედ ბული)
2012 ფეტელი (რედ ბული) ფეტელი (რედ ბული)
2010 ფეტელი (რედ ბული) ალონსო (ფერარი)
2009 ტრული (ტოიოტა) ბატონი (ბრაუნი)
2008 კუბიცა (BMW ზაუბერი) მასა (ფერარი)
2007 მასა (ფერარი) მასა (ფერარი)
2006 შუმახერი (ფერარი) ალონსო (რენო)
2006 ალონსო (რენო) ალონსო (რენო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"