კვალიფიკაცია
- "მერსედესი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ბაჰრეინში ოთხჯერ მოიპოვა პოული. 2013 წლიდან მოყოლებული, აქაურ ტრასაზე კვალიფიკაციას მხოლოდ გერმანული საჯინიბოს პილოტები იგებენ.- ზედიზედ მერვე რბოლაში "მერსედესის" პილოტებმა სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი დაიკავეს.
- ლუის ჰემილტონმა ბაჰრეინის ტრასის ახალი რეკორდი დაამყარა - 1.29,493. წინა რეკორდი 2005 წელს იყო დამყარებული და ის მარკ უებერს ეკუთვნოდა - 1.29,527.
რბოლა
- ნიკო როსბერგმა კარიერაში მე-16 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით სტირლინგ - პოდიუმების რაოდენობით (43) ნიკო გაუთანაბრდა ჯეკი სტიუარტს და ყველა დროის სიაში მასთან მე-17 ადგილს იყოფს.
- ნიკო როსბერგი ერთადერთი არაჩემპიონი პილოტია, ვინც ზედიზედ ხუთი რბოლა მოიგო.
- "მერსედესმა" გაიმეორა თავისი ყველაზე წარმატებული სერია - ზედიზედ რვა მოგება, რომელიც 2014 წლის იტალიის გრანპრიდან 2015 წლის ავსტრალიის გრანპრიმდე გრძელდებოდა.
- ზედიზედ 60 რბოლაა "მერსედესი" ქულებს აგროვებს.
- კიმი რაიკონენმა ბაჰრეინში მეხუთედ მოიპოვა მეორე ადგილი.
- მესამე ადგილზე გასულმა ლუის ჰემილტონმა 620-ე პოდიუმი მოიპოვა ბრიტანელი პილოტებისთვის.
- დებიუტანტმა გუნდმა "ჰაასმა" პირველ ორ რბოლაში ქულების მოპოვებით, March-ის 1970 წლის შედეგი გაიმეორა.
- სტოფელ ვარნდორნი პირველი ბელგიელია 1992 წლის შემდეგ, ვინც ფორმულა 1-ში ქულა მოიპოვა. ბოლოს ეს ტიერი ბუტსენმა შეძლო.
- 159 გრანპრისგან შემდგარ კარიერაში, სებასტიან ფეტელმა პირველად ვერ შეძლო სტარტის აღება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"