"ლოტუს რენოს" ხელმძღვანელის, ერიკ ბუეის თქმით, ტრავმირებული რობერტ კუბიცას შემცვლელად სამი პილოტის კანდიდატურა განიხილება. ესენი არიან: ბრუნო სენა, ვიტანტონიო ლიუცი და ნიკ ჰაიდფელდი. ამის შესახებ ფრანგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც გუშინ Santa Corona-ს საავადმყოფოში გაიმართა - იქ, სადაც პოლონელი პილოტი მკურნალობს.
"პირველად საჭესთან ძირითადი ტესტპილოტი დაჯდება, ჩვენ კი ამასობაში კუბიცას შემცვლელს მოვუძებნით. ჯერჯერობით განიხილება სენას, ლიუცისა და ჰაიდფელდის ვარიანტები.
მუდმივი კონტრაქტი გვაქვს კუბიცასთან, ველოდებით მის დაბრუნებას და იმედი გვაქვს, რომ ეს წლევანდელი სეზონის დასრულებამდე მოხდება", - განაცხადა ბუეიმ.
მანვე ისიც აღნიშნა,
.