რაიკონენი "ლოტუსში" გამოვა?

AutoSharing Option

პოლონელი რობერტ კუბიცას ავარიის შემდეგ 2011 წლის სეზონისთვის პელოტონში ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა, თანაც ისეთ ძლიერ და ამბიციურ გუნდში, როგორიც "ლოტუს რენოა". ამიტომაც დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა იმის შესახებ, რომ შეიძლება მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი რალიდან "დიდ ცირკში" დაბრუნდეს.

ამის შესახებ კომენტარი "სიტროენის" შეფმა ოლივიე კესნელმა გააკეთა. მისი თქმით, თუ კიმი ფორმულა 1-ში დაბრუნებას მოინდომებს, ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა ამ პროცესს ვერ შეეწინააღმდეგება და ფინელი შეუფერხებლად დატოვებს რალიში თავის ამჟამინდელ გუნდს.

"თუ წასვლას მოინდომებს, ვერ შევძლებთ მ

ის შეჩერებას, რადგან ჩვენთან კონტრაქტი არ აქვს. ის მხოლოდ იჯარით იღებს ავტომობილს და თავად პოულობს სპონსორებს. დღეს მასზე დიდ ზეწოლას ახდენენ ბერნი ექლსტოუნი, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია და გულშემატკივრები. ეს არც არის გასაკვირი - კიმი ბოლო წლებში ავტოსპორტის ერთ-ერთი სიმბოლოა", - ამბობს კესნელი.

 

მართალია, პრესამ აქტიურად დაიწყო ჭორების გავრცელება რაიკონენის სავარაუდო დაბრუნების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, "ლოტუს რენოს" შეფობას ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს - ხერესის ტესტებზე, რომელიც გუშინ დაიწყო, გამოცდილი ნიკ ჰაიფელდი და ბრუნო სენა მიიწვია. რაც შეეხება რაიკონენის კანდიდატურას, ამაზე "ლოტუს რენოს" ხელმძღვანელმა ერიკ ბუიემ პირდაპირ განაცხადა: "მისი კანდიდატურა საერთოდ არ განხილულა".


ამასობაში, ნაავარიები რობერტ კუბიცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. აქ ის ერთი ღამე დარჩება, რის შემდეგაც კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ ფეხსა და ზურგზე.

ექიმების თქმით, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, კუბიცას მომავალი კვირის ოთხშაბათს გაწერენ "სანტა კორონას" საავადმყოფოდან.


"ლოტუს რენომ" საკუთარ ბოლიდებზე სპეციალური წარწერა განათავსა, რითაც პოლონელ ავტომრბოლს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული