"ფორდი" "ფერარის" სასამართლოში უჩივლებს

AutoSharing Option
ამერიკული ავტოგიგანტი "ფორდი" აპირებს, ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელ "ფერარის" სასამართლოში უჩივლოს, რომელმაც ფორმულა 1-ის რბოლებისთვის განკუთვნილ თავის ახალ ბოლიდს ინდექსი F150 მიანიჭა.

ამავე მარკით ამერიკელები სატვირთო პიკაპს კარგა ხანია უშვებენ და მიიჩნევენ, რომ ბოლიდის ლოგოტიპიც "ფორდის" პიკაპის ემბლემის მსგავსია. კომპანიის იურისტები აცხადებენ, რომ ამ სახელის არჩევით "ფერარის" მარკა F150-ის რეპუტაციის თავის სასიკეთოდ გამოყენება სურს.

თავის მხრივ იტალიელებმა უკვე განაცხადეს, რომ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ბოლიდს სახელს შეუცვლიან და მას "F150 TH იტალია"-ს დაარქმევენ. მათი თქმით, ეს სახელწოდება იტალიის გაერთიანების 150 წლისთავს ეძღვნება და
"ფორდთან" კავშირი არ აქვს. ამასთან, "ფერარიში" ირწმუნებიან, რომ აღნიშნული სახელწოდებით მხოლოდ "ფორმულა 1"-ის სარბოლო ავტომობილები გამოვა და მას სერიული ავტომობილების ბაზარზე არასდროს გამოიყენებენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იტალიელები კომპანია "ფორდის" წარმომადგენელთა შეშფოთებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის სამი ახალი ბოლიდის (Ferrari, Team Lotus და HRT) სახელწოდებები ისტორიაში უკვე გვხვდება. ბოლო ასი წლის განმავლობაში იმდენი სხვადასხვა ტექნიკური საშუალება გამოვიდა, დღეს უნიკალური ინდექსისა თუ აბრევაიტურის მოფიქრება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მაგალითად, ახალი "ლოტუსის" ინდექსით (TL 11) გასული საუკუნის 50-იან წლებში "ვოლვო" სატვირთო ავტომობილებს უშვებდა. გუნდ HRT-ის ბოლოდის ინდექსი F-111 კი General Dynamics-ის ორადგილიანი ტაქტიკური ბომბდამშენისას ემთხვევა, რომელიც შეიარაღებიდან რამდენიმე წლის წინ მოიხსნა.






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი რა სამართალი არარის??? რა ფორდი რის ფორდი მაგათ ხომ არ აჟრიალებთ, ფერარის ამბიციებს სასღვარიარ აქვს დ და ფორდი პიკაპს ადარებს ეგ კიდე საკვირველია ვინ ვის რეკლამას აკეთებს ფორდმა ერთ ადგილას იკოცოს ფერარი თუ მათი სახელობიბის ბოლიდი შექმნა, უბრალოდ ფორდს მუქტა ფულის შოვნა მოუნდა მეტი არაფერი. LOL
avtuko
15:25 11-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული