ჩემპიონატის ლიდერისთვის ნიკო როსბერგისთვის მონაკოს ქუჩები მშობლიურია: ის ამ ჯუჯა სახელმწიფოში ცხოვრობს და ბოლო სამი წელია იქაურ გრანპრის იგებს. აქამდე, მხოლოდ სამ პილოტს გაუმარჯვია მონტე კარლოში ზედიზედ სამჯერ: აირტონ სენას, ალენ პროსტსა და გრემ ჰილს. მაგრამ ამ ტრიოდან, მხოლოდ სენამ გააგრძელა სერია, რომელიც ხუთ მოგებამდე აიყვანა.
გასულ წელს, როსბერგმა გარკვეულწილად შემთხვევით მოიგო: გადამწყვეტი რესტარტის
ასეა თუ ისე, თუ "მერსედესი" ამ უქმეებზე გამარჯვებას მოიპოვებს, ეს იქნება საიუბილეო, 50-ე ტრიუმფი გერმანული საჯინიბოსთვის. ფორმულა 1-ის ისტორიაში მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს ამდენი გრანპრი მოგებული: "ფერარის", "მაკლარენს", "უილიამსს", "ლოტუსსა" და "რედ ბულს".
* * *
მელბურნში შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, როცა "ფერარიში" დაიჯერეს, რომ რბოლების მოგება შეუძლიათ, "სკუდერიამ" ჩააგდო ეტაპები სოჭში და ბარსელონაში და იტალიელები ზეციდან მიწაზე დაეშვნენ. "მერსედესთან" ჩამორჩენა ისევ საკმაოდ დიდია, თან "რედ ბული" იქცა სერიოზულ საფრთხედ კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.
მაგრამ, მონაკოში შასის ეფექტურობა უკანა პლანზე გადადის და წინ იწევს პილოტის ოსტატობა. კიმი რაიკონენსა და სებასტიან ფეტელს მონტე კარლოში გამარჯვებები აქვთ, ორივენი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. და მომავალი რბოლა მათთვის საუკეთესო შანსია - დაამარცხონ "მერსედესი".
მონაკოს ტრასა
სიგრძე: 3337 მ
წრეების რიცხვი: 78
რბოლის დისტანცია: 260 კმ
მოსახვევები: 19 (9 მარჯვენა, 10 მარცხენა)
DRS-ის ზონა: ერთი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 669 მ
ტრასის რეკორდი: 1:14.439 (მ . შუმახერი, "ფერარი", 2004)
ყველაზე მეტი მოგება: 6 - აირტონ სენა
უქმეების განრიგი
26 მაისი, 12:00 - I პრაქტიკა
26 მაისი, 16:00 - II პრაქტიკა
28 მაისი, 13:00 - III პრაქტიკა
28 მაისი, 16:00 - კვალიფიკაცია
29 მაისი, 16:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 100 (4)
2. კიმი რაიკონენი 61
3. ლუის ჰემილტონი 57
4. სებასტიან ფეტელი 48
4. დანიელ რიკარდო 48
6. მაქს ფერსტაპენი 38 (1)
7. ფელიპე მასა 36
8. ვალტერი ბოტასი 29
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"