ბაჰრეინი საფრთხეშია?

AutoSharing Option

ბაჰრეინში რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საჰირის ავტოდრომზე ტესტებისა და ახალი ჩემპიონატის პირველი ეტაპის ჩატარებას. ჯერჯერობით კრიზისს გლობალური ხასიათი არ მიუღია, მაგრამ ოპოზიციის ორგანიზებულმა აქციებმა უკვე დედაქალაქ მანამას მიაღწია.

თუ ბაჰრეინის კრიზისი ისეთივე სერიოზული აღმოჩნდა, როგორც ტუნისსა და ეგვიპტეში, ამან შეიძლება ჩაშალოს 3-6 მარტს დაგეგმილი ტესტები და ფორმულა 1-ის ახალი სეზონის სტარტი. საუკეთესო შემთხვევაში, 13 მარტს გასამართ ბაჰრეინის გრან-პრის ტურისტების მცირე რაოდენობა ეწვევა და ეს ორგანიზატორებს დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს.

* * *

"ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუსახელებია ტრავმირებული

რობერტ კუბიცას შემცვლელი. აქამდე ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ გუნდის საპრიზო პილოტი ნიკ ჰაიდფელდი გახდებოდა - გერმანელი თავისუფალია კონტრაქტისგან და თან ტესტებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გუშინ უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ "ლოტუს-რენოს" ბანაკიდან არანაირი ცნობა არ გამოსულა.

"რენოსთან" დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დაყოვნების მიზეზი კუბიცას პოზიციაა - თურმე პოლონელს განუცხადებია, რომ საუკეთესო ვარიანტი არა ჰაიდფელდის, არამედ ვიტანტონიო ლიუცის მიწვევა იქნება.
ამ ჭორს პასუხს გასცემს ამ კვირას ბარსელონაში დაგეგმილი ტესტები - თუ "ლოტუს რენოს" საჭეს ლიუცი მიუჯდა, ე. ი. ასეთი ვარიანტი მართლაც განიხილება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული