კუბიცა ჰაიდფელდმა შეცვალა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ლოტუს-რენომ" ტრავმირებული პოლონელი რობერტ კუბიცას შემცვლელად გამოცდილი გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის პილოტმა გასულ კვირას ხერესის ტესტებზე ერთი დღე იმუშავა და ყველა მონაწილეს შორის საუკეთესო დრო აჩვენა. სწორედ ამ წარმატებამ განაპირობა ჰაიდფელდის "რენოში" მიწვევა. ახლა ნიკი ბარსელონას ტესტებში მიიღებს მონაწილეობას - ის შაბათსა და ორშაბათს გავა ტრასაზე.

"არ მინდოდა სხვისი ტრავმის ხარჯზე ფორმულა 1-ში დაბრუნება, მაგრამ მაინც ამაყი ვარ ამ შანსის მიღების გამო. სიამოვნებით ვიმუშავე ხერესის ტესტებზე, გავიცანი გუნდის პერსონალი და მანქანა, რომელიც მეტად
ინოვაციური მეჩვენა.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ უკვე აღვფრთოვანდი ტექნიკური შესაძლებლობებითა და ენსტოუნის ბაზის თანამშრომელთა პროფესიონალიზმით. არანორმალურად მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას", - ამბობს გერმანელი პილოტი.

"ლოტუს-რენოს" შეფი ერიკ ბუიე: "რამდენიმე უსიამოვნო კვირა გადავიტანეთ და ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება შექმნილ სიტუაციაზე. გასულ კვირას ხერესში შანსი მივეცით ნიკს და მან მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჰაიდფელდი სწრაფია, გამოცდილი და მანქანასთან ტექნიკური მუშაობა შეუძლია.

ყოველთვის ვამბობდით, რომ გუნდის პრიორიტეტი - გამოცდილი პილოტის მოწვევა იყო და ამ მხრივ ნიკი - იდეალური ვარიანტია. მივესალმებით გერმანელს და მასთან ერთად წარმატებული სეზონის იმედი გვაქვს".

"ლოტუს-რენოს" მეორე პილოტი რუსი ვიტალი პეტროვია, რომელმაც აქამდე ჩატარებულ ტესტებზე მერვე ადგილს ვერ გაცდა და რამდენჯერმე ავარიაში მოხვედრაც მოასწრო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენი ხშირი სტუმარი ვარ, საკმაოდ კარგ ინფორმაც ვრებულობ თქვენი დახმარებით, მაგრამ ხანხახან ვერ ვხსნი თქვენს გვერდს რაEაც პრობლემებიაო საიტთან დაკავშირებით და მიმარტეთ ადმინისტრაციასოოო, იმედია მალე ყველაფერი გამოსწორდება გისურვებთ, წარმატებებს. თქვენი ერთგული მკითხველი

ადმინისტრაცია: გმადლობთ :)
avtuko
18:02 18-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული