მერსედესმაც მოიგო

AutoSharing Option

ბარსელონას ტესტების მესამე დღეს ისევ წვიმა ჩაერია საქმეში და პილოტებს კვლავ მოუწიათ წვიმის საბურავებზე გადასვლა. მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გაშრა ასფალტი და მონაწილეებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს ვარჯიში.

დილის სესია რამდენჯერმე შეწყდა წითელი დროშებით: პასტორ მალდონადო გადავარდა ტრასიდან მეხუთე მოსახვევში, იგივე დაემართა მეოთხე ვირაჟზე კიდევ ერთ დებიუტანტ სერხიო პერესს. ორჯერ აღმოჩნდა ტრასის მიღმა ფელიპე მასა, რომელიც ახალი "ფერარის" საჭესთან ცვლიდა ფერნანდო ალონსოს.

გუნდები სხვადასხვა პროგრამებით მუშაობდნენ. ზოგიერთმა რბოლის იმიტაცია ჩაატარა, რისი საშუალებაც სადილის შემდეგ იყო, რადგან მეორე სესია ავარიების გამო არ
შეწყვეტილა. ტრასის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გაიზარდა სისწრაფე, შესაბამისად, დღის ბოლოს ბევრმა გაიარა წრეების მოკლე სერია და პილოტები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პირველი ადგილზე. საბოლოოდ, საუკეთესო წრე "მერსედესის" პილოტმა ნიკო როსბერგმა აჩვენა. აღსანიშნავია, რომ მან არამარტო ამ დღეს, არამედ სამი დღის ჯამში საუკეთესო დრო დააფიქსირა.
ბოლოს კიდევ ერთხელ ააფრიალეს წითელი დროშები - მარკ უებერის მანქანა გაჩერდა მეშვიდე და მერვე მოსახვევებს შორის.

III დღე
1. როსბერგი (მერსედესი) 1:23.168 (92 წრე)
2. პეტროვი (ლოტუს-რენო) +0.295 (93)
3. ჰემილტონი (მაკლარენი) +0.690 (93)
4. მალდონადო (უილიამსი) +1.647 (60)
5. უებერი (რედ ბული) +1.827 (139)
6. ტრული (ლოტუსი) +2.286 (48)
7. პერესი (ზაუბერი) +2.389 (115)
8. სუტილი (ფორს ინდია) +2.552 (102)
9. ბუემი (ტორო როსო) +2.987 (31)
10. მასა (ფერარი) +3.340 (123)
11. გლოკი (ვირჯინი) +3.430 (97)
12. მონდინი (Hღთ) +5.010 (39)
13. რიკარდო (ტორო როსო) +5.161 (42)
14. კართიკეიანი (Hღთ) +7.554 (32)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული