ფორმულა 1: 2017 წელს ისევ 21 რბოლა იქნება

AutoSharing Option
გუშინ, ცნობილი გახდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის წინასწარი კალენდარი. ისევე, როგორც წელს, გაისადაც 21 რბოლა ჩატარდება.

მთავარი სიახლე ის არის, რომ სეზონი საკმაოდ გვიან - 26 მარტს დაიწყება (ცნობისთვის, წელს პირველი ეტაპი 17 მარტს ჩატარდა). ამის მიზეზი ის არის, რომ გუნდები უკეთ უნდა მოემზადონ ახალი რეგლამენტისთვის.

გვიანი დასაწყისის გამო, გაიზარდა ე. წ. გაორმაგებული ეტაპების რიცხვი (როცა რბოლებს შორის ინტერვალი ერთი კვირაა): წელს ექვსი ასეთი შემთხვევა იყო, გაისად კი გუნდებს შვიდჯერ მოუწევთ ერთი კვირის განმავლობაში ორი რბოლისთვის მომზადება.

მოკლედ,
სეზონის სტარტი 26 მარტს არის დანიშნული, როცა მელბურნში ავსტრალიის გრანპრი გაიმართება, ჩემპიონატი კი 26 ნოემბერს აბუ დაბიში დასრულდება.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ზამთრის ტესტების შესახებ. გარდა ამისა, როგორც ჩანს, არ დასტურდება ჭორები ლას ვეგასში რბოლის შესაძლო ჩატარებისა და იტალიის გრანპრის იმოლაზე გადატანის შესახებ. გერმანიის გრანპრი კი, სავარაუდოდ, ისევ ჰოკენჰაიმში გაიმართება.

ეს არის კალენდრის არაოფიციალური ვარიანტი და მისი პირველი ვერსია 28 სექტემბერს, პარიზში უნდა დაამტკიცოს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო საბჭომ.

2017 წლის კალენდარი
26 მარტი ავსტრალია
2 აპრილი ჩინეთი
16 აპრილი ბაჰრეინი
30 აპრილი რუსეთი
14 მაისი ესპანეთი
28 მაისი მონაკო
11 ივნისი კანადა
18 ივნისი ევროპა (ბაქო)
2 ივლისი ავსტრია
9 ივლისი ბრიტანეთი
23 ივლისი უნგრეთი
30 ივლისი გერმანია
27 აგვისტო ბელგია
3 სექტემბერი იტალია
17 სექტემბერი სინგაპური
1 ოქტომბერი მალაიზია
8 ოქტომბერი იაპონია
22 ოქტომბერი აშშ
29 ოქტომბერი მექსიკა
12 ნოემბერი ბრაზილია
26 ნოემბერი აბუ დაბი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული