ბოლო დღეს მასასია

AutoSharing Option

ბარსელონაში დასრულდა ტესტების მორიგი სერია, რომელზეც საუკეთესო დრო აჩვენა"ფერარის" პილოტმა ფელიპე მასამ. ბრაზილიელი არა მარტო მეოთხე დღის, არამედ მთელი ტესტების ლიდერი გახდა წუთითა და 22.625 წამით. მასამ 0.8 წამით გაუსწრო "რედ ბულის" პილოტ მარკ უებერს.

გარდა ამისა, ფელიპემ მეოთხე დღეს ყველაზე დიდი მანძილი გაიარა - მის ანგარიშზე 121 წრე იყო. სხვათა შორის, მან და უებერმა თავიანთი საუკეთესო წრეები ორწრიან მოკლე მონაკვეთისას აჩვენეს. ლიდერთა სამეულში მოხვდა "ტორო როსოს" პილოტი სებასტიან ბუემი.
მიუხედავად იმისა, რომ "ლოტუს-რენოს" KEღშ-ის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ნიკ
ჰაიდფელდმა 95 წრის გავლა მოასწრო და მეოთხე ადგილი დაიკავა. შემდეგ მოდიან ლუის ჰემილტონი და პასტორ მალდონადო, რომელიც ამ სესიის შეწყვეტის მიზეზი გახდა.

IV დღე
1. მასა (ფერარი) 1:22.625 (121 წრე)
2. უებერი (რედ ბული) +0.817 (69)
3. ბუემი (ტორო როსო) +0.925 (90)
4. ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) +1.032 (95)
5. ჰემილტონი (მაკლარენი) +1.378 (107)
6. მალდონადო (უილიამსი) +1.432 (121)
7. სუტილი (ფორს ინდია) +1.552 (64)
8. პერესი (ზაუბერი) +1.890 (74)
9. დ'ამბროზიო (ვრიჯინი) +3.876 (50)
10. შუმახერი (მერსედესი) +4.454 (114)
11. ტრული (ლოტუსი) +7.367 (18)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული