სინგაპური სინგაპურია და მან ტრადიციას არ უღალატა: როგორც კი პილოტებმა სტარტი აიღეს, ტრასაზე მაშინვე უსაფრთხოების ავტომობილი გამოვიდა, რადგან ნიკო ჰიულკენბერგი შეეჯახა კედელს კარლოს საინსთან კონტრაქტის გამო.
ნიკო როსბერგს კარგი სტარტი გამოუვიდა და ლიდერობა შეინარჩუნა, განსხვავებით მაქს ფერსტაპენისგან, რომელიც მეოთხედან მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
სტარტის შემდეგ, პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: როსბერგი, დანიელ რიკარდო, ლუის ჰემილტონი, ფერნანდო ალონსო,
რესტარტის შემდეგ არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცხელი ამინდი არ ინდობდა როსბერგის მუხრუჭებს და გუნდმა რადიოთი რამდენჯერმე სთხოვა გერმანელს, აკურატული ყოფილიყო დამუხრუჭებისას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა "მერსედესის" ორივე ავტომობილს ჰქონდა.
ლიდერებს შორის, პირველი პიტსტოპზე რიკარდო შევიდა, მას მიჰყვა ჰემილტონი, რომელიც სერიოზულად ნერვიულობდა გადახურებული მუხრუჭების გამო. რბოლის შუაში, ლიდერებს შორის არაფერი შეცვლილა - როსბერგი, რიკარდო, ჰემილტონი, რაიკონენი... კიმის სერიოზულ პრესინგში ჰყავდა ლუისი, რომლის სიტუაციაც მუხრუჭების გამო, სულ უფრო უარესი ხდებოდა. და ბრიტანელის ცუდი წინათგრძნობა გამართლდა: 34-ე წრეზე, რაიკონენმა მაინც გაუსწრო ჰემილტონს.
"მერსედესი" მაშინვე B გეგმაზე გადაერთო, რათა ლუისი პოდიუმისთვის საბრძოლველად დაებრუნებინა. და სამი პიტსტოპის ვარიანტმა გაამართლა - ჰემილტონი მესამე პიტსტოპის შემდეგ, ისევ მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.
ამასობაში, ბოლო ადგილიდან ბრწყინვალე გარღვევას აგრძელებდა სებასტიან ფეტელი. პირველი პიტსტოპი მან 25-ე წრეზე შეასრულა, მეორე - 43-ე წრეზე. ორივეჯერ მან "ულტრასოფტის" საბურავი აირჩია და მეორე პიტსტოპის შემდეგ, 17 პოზიცია ჰქონდა მოგებული - მეხუთე ადგილზე იყო ჰემილტონის უკან.
რბოლის ბოლოს, სიტუაცია დაიძაბა რიკარდოსა და როსბერგს შორის. ავსტრალიელი ძალიან სწრაფად ეწეოდა გერმანელს, რომლის "სოფტის" საბურავები თითქმის მთლიანად იყო გაცვეთილი. ექვსი წრის განმავლობაში, რიკარდომ 25-დან ცხრა წამამდე შეამცირა სხვაობა როსბერგთან. ფინიშამდე სამი წრით ადრე კი ჰანდიკაპი ხუთ წამს შეადგენდა. თუმცა, ავსტრალიელმა მაინც ვერ შეძლო შესატევ მანძილამდე მისვლა და ნიკომ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია, რითაც ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა. სეზონის დასრულებამდე ექვსი ეტაპით ადრე, როსბერგი რვა ქულით გაიჭრა წინ.
სინგაპურის გრანპრი (60 წრე, 308.828 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 1:55.48,950 25
2(2). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +0,4881 18
3(3). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes +8,038 15
4(5). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +10,219 12
5(22). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +27,694 10
6(4). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +1.11,197 8
7(9). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren +1.29,198 6
8(17). სერხიო პერესი (მექ) Force India +1.49,146 4
9(7). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso +1.49,867 2
10(15). კევინ მაგნუსენი (დან) Renault +1.51,843 1
11(13). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
12(11). ფელიპე მასა (ბრა) Williams 1 წრე
13(16). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
14(6). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 1 წრე
15(18). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე
16(19). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 1 წრე
17(14). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
18(21). ესტებან ოკონი (საფ) Manor 2 წრე
ფინიშზე ვერ მივიდნენ
19(12). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 43 წრე
20(10). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams 35 წრე
21(8). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India 0 წრე
22(20). რომენი გროსჟანი (საფ) Haas 0 წრე
საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 273 (8)
2. ლუის ჰემილტონი 265 (6)
3. დანიელ რიკარდო 179
4. სებასტიან ფეტელი 153
5. კიმი რაიკონენი 148
6. მაქს ფერსტაპენი 129 (1)
7. ვალტერი ბოტასი 70
8. სერხიო პერესი 66
9. ნიკო ჰიულკენბერგი 46
10. ფელიპე მასა 41
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 538
2. რედ ბული 316
3. ფერარი 301
4. ფორს ინდია 112
5. უილიამსი 111
6. მაკლარენი 54
7. ტორო როსო 47
8. ჰაასი 28
9. რენო 7
10. მანორი 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"