"მერსედესი" ყველაზე სწრაფია?

AutoSharing Option
წინასასეზონო ტესტებზე ნაჩვენები შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, "მერსედეს გრან-პრის" არ ჰყავს ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ყველაზე სწრაფი მანქანა, მაგრამ გერმანული გამოცემა Auto Motor end Sport ამტკიცებს, რომ სწორ მონაკვეთებზე მაქსიმალური სიჩქარის მიხედვით, MGP W02  სხვა გუნდების ბოლიდებს უკან იტოვებს.

ბარსელონაში ორი დღის წინ დასრულებულ ტესტებზე "მერსედეს გრან-პრის" პროგრესი ყველამ აღნიშნა. კომპანია "მერსედესის" სპორტული განყოფილების შეფმა ნორბერტ ჰაუგმა განაცხადა, რომ მაქსიმალური სიჩქარე მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან 2011 წელს ტრასებზე არნახული ბრძოლაა მოსალოდნელი.

"ბარსელონაში" უფრო მეტი წრის გავლა მოვახერხეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკეთ გვესმის
მანქანა და საბურავის მახასიათებლები. ეს კი შედეგზე აისახება. თუ ყველაფერი სწორი მიმართულებით განვითარდა, ჩვენი გუნდი ბევრის გაკვირვებას შეძლებს", - ამბობს ჰაუგი.

გერმანული ჟურნალის ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ MGP W02-ის მაქსიმალური სიჩქარე საათში 316 კილომეტრს აღწევდა - ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ Renault R31 უტოლდება.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ წელს სხვადასხვა გუნდების მანქანები, შესაძლებლობების მხრივ, ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, ამიტომაც მაქსიმალურმა სიჩქარემ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს", - ასკვნის "მერსედესის" შეფი.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული