ბაჰრეინმა ფორმულა 1 100 მილიონით დააზარალა

AutoSharing Option
"ფორმულა 1"-ში 2011 წლის სეზონის პირველი ეტაპის - ბაჰრეინის გრან-პრის გადადებით გამოწვეული ზარალი 100 მილიონ დოლარად შეფასდა. ამ თანხის ნახევარი "სამეფო რბოლების" გუნდებს უნდა მიეღოთ.

რბოლის გადადება ყველაზე მძიმედ თურმე "ფერარის" საფულეზე აისახა, რომელმაც 11 მლნ დოლარი მოისაკლისა. საერთო ჯამში კი გუნდებმა ერთად 40 მლნ დაკარგეს. მნიშვნელოვნად დაზარალდნენ რეკლამის შემკვეთნი და ტიტულოვანი სპონსორებიც.

ფორმულა 1-ის ბოსმა ბერნი ეკლსტოუნმა უკვე განაცხადა, რომ ზარალის ანაზღაურებას რბოლის მასპინძელ ქვეყანას არ მოსთხოვს.

"არ ვაპირებ ბაჰრეინს იმ რბოლისთვის ფული მოვთხოვო, რომელიც არ ჩაუტარებია, - აღნიშნა
მან. - თუკი რამეს შეიძლება ფორს-მაჟორი ვუწოდოთ, ეს სწორედ ამ ვითარებაზეა ზედგამოჭრილი. თანხას მხოლოდ მაშინ მოვითხოვთ, როცა რბოლა შედგება."

ბაჰრეინში ეტაპის გადადების შემდეგ ახალი სეზონის პირველ რბოლას ავსტრალია 27 მარტს უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული