ფორმულა 1: ვის რა სჭირდება ბოლო ეტაპის წინ

AutoSharing Option
სეზონის ბოლო რბოლის წინ, გერმანელი ნიკო როსბერგი 12 ქულით უსწრებს ლუის ჰემილტონს. თუ გერმანელი აბუ დაბიში პოდიუმზე ავა, ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ჩემპიონი, თუმცა არსებობს მისი (ან ლუის ჰემილტონის) გაჩემპიონების სხვა ვარიანტებიც.

ტიტული როსბერგს ერგება თუ:
- თუ ჰემილტონი მოიგებს, როსბერგს მესამე ადგილი ეყოფა;
- თუ ჰემილტონი მეორეზე გავა, როსბერგს მეექვსე ადგილი ეყოფა;
- თუ ჰემილტონი მესამეზე გავა, როსბერგს მერვე ადგილი ეყოფა;
- თუ ჰემილტონი მეოთხე ან უფრო ქვედა პოზიციას დაიკავებს, როსბერგის შედეგს მნიშვნელობა არ ექნება - ის ჩემპიონი გახდება.

ტიტული
ჰემილტონს ერგება თუ:
- თუ ჰემილტონი მოიგებს, როსბერგი კი მეოთხე ან უფრო დაბალ ადგილს დაიკავებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში, ლუისს ექნება უპირატესობა სეზონში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით.
- თუ ჰემილტონი დაიკავებს მეორე ადგილს, როსბერგი კი რბოლას მეშვიდე ან ქვედა ადგილზე დაასრულებს.
- თუ ჰემილტონი დაიკავებს მესამე ადგილს, როსბერგი კი რბოლას მეცხრე ან ქვედა ადგილზე დაასრულებს.
როსბერგის გავარდნის შემთხვევაში, ჰემილტონს პოდიუმზე ნებისმიერი ადგილი დააკმაყოფილებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული