ფერნანდო ალონსო პრესის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ესპანური პუბლიკის წინაშე ფერნანდო ალონსოს გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. მაგალითად, ვალენსიაში, ხერესსა და ბარსელონაში გამართულ ტესტებს ათასობით მაყურებელი ესწრებოდა - რა თქმა უნდა, "ფერარის" პილოტის ხათრით.

როგორც "ფერარის" პრესსამსახური იტყობინება, ორშაბათს ესპანელ ჟურნალისტებს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან გაჯიბრების შანსი მიეცათ. ფერნანდო მადრიდის ავტოდრომს სტუმრობდა, რომელიც ლეგენდარულ რალისტს, კარლოს საინსს ეკუთვნის. ჟურნალისტთა ტურნირის ორგანიზატორი ესპანეთის ავტოსპორტის ფედერაცია იყო, სპონსორი კი "ფერარის" ძირითადი პარტნიორი - ბანკი "სანტანდერი".

ფერნანდო საპატიო სტუმრის რანგში იყო და რბოლებშიც მიიღო მონაწილეობა, ოღონდ უკონკურსოდ. ჟურალისტებმა კი ტრასაზე ნამდვილი
ბრძოლა გააჩაღეს და მთელი პოდიუმი ტელეარხ La Sexta-ს წარმომადგენლებმა დაიკავეს. სწორედ ეს ტელეკომპანია გადასცემს ესპანეთში ფორმულა 1-ის რბოლებს.

ღონისძიების დროს გამოცხადდა, რომ ბანკი "სანტანდერი" ფინანსურ დახმარებას გაუწევს "ფერარის" სარბოლო აკადემიას და აგრეთვე კარტინგში ესპანეთის ჩემპიონატის სპონსორი გახდება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული