რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: გადავარდა, მაგრამ მოიგო

AutoSharing Option
დრამატულად განვითარდა მოვლენები კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპზე, რომელიც მექსიკაში გაიმართა.

გამარჯვება "სიტროენის" ბრიტანელმა პილოტმა კრის მიკმა მოიპოვა. მან ლიდერობა პირველივე დღეს იგდო ხელთ და საბოლოოდ, ახლოს არ მიუშვა მთავარი კრონკურენტი და ფავორიტი სებასტიან ოჟიე, რომელიც, საბოლოოდ, მეორე ადგილზე გავიდა. მისმა ჩამორჩენამ ლიდერთან მხოლოდ 13 წამი შეადგინა. ეს იმიტომ, რომ ბოლო სპეცმონაკვეთზე მიკი ტრასიდან გადავარდა და კინაღამ გამოეთიშა ბრძოლას. ამ ინციდენტის გამო, მან დაახლოებით 30 წამი დაკარგა.

მესამე ადგილი "ჰიუნდაის" პილოტმა ტიერი ნოივილმა დაიკავა, რომელმაც მიკთან ერთი წუთი წააგო.

საინტერესოა, რომ ჩემპიონატის პირველი სამი ეტაპი სამმა სხვადასხვა პილოტმა მოიგო. საერთო ჩათვლაში ლიდერობს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ოჟიე. მას 66 ქულა აქვს და რვა ქულით უსწრებს იარი-მატი ლატვალას.

შემდეგი ეტაპი 6-9 აპრილს საფრანგეთში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული