"ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ახალი კატეგორიის რბოლა ახალი "საწვავით". შესანიშნავი იქნება, თუ ის მთელს მსოფლიოში მოიპოვებს პოპულარობას. ავტოსპორტის სამყაროში დაინტერესებული არიან სანახაობრივი მხარის ამაღლებით, მწარმოებელებს კი სურთ დანერგონ და განავითარონ ახალი ტექნოლოგიები, რაც ნაკლებად აინტერესებთ სპორტულ გუნდებს, რადგან ტექნიკური სიახლე და კვლევა დამატებით თანხებს მოითხოვს და ყოველთვის მოაქვს შედეგების გაუმჯობესება",
"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია - ევროპული საავტომობილო ინდუსტრიის გარდაქმნა. იმედია, ეს ჩემპიონატი აამაღლებს ელეტრომობილების პოპულარობას მომხმარებლებს შორის", - ამბობს ევროპული კომისიის შეფი წარმოების საკითხებში ანტონიო ტაიანი.