ელექტრომობილებითაც ირბოლებენ

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მუშაობს ფორმულა 1-ის მსგავსი სერიის შექმნაზე, რომელშიც ელეტრონული ავტომობილები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ფედერაცია ამ პროექტს ევროპულ კომისიასთან ერთად ამზადებს.

"ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ახალი კატეგორიის რბოლა ახალი "საწვავით". შესანიშნავი იქნება, თუ ის მთელს მსოფლიოში მოიპოვებს პოპულარობას. ავტოსპორტის სამყაროში დაინტერესებული არიან სანახაობრივი მხარის ამაღლებით, მწარმოებელებს კი სურთ დანერგონ და განავითარონ ახალი ტექნოლოგიები, რაც ნაკლებად აინტერესებთ სპორტულ გუნდებს, რადგან ტექნიკური სიახლე და კვლევა დამატებით თანხებს მოითხოვს და ყოველთვის მოაქვს შედეგების გაუმჯობესება",
- განაცხადა ტოდტმა.

"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია - ევროპული საავტომობილო ინდუსტრიის გარდაქმნა. იმედია, ეს ჩემპიონატი აამაღლებს ელეტრომობილების პოპულარობას მომხმარებლებს შორის", - ამბობს ევროპული კომისიის შეფი წარმოების საკითხებში ანტონიო ტაიანი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული