ღონისძიების მიზანია საქართველოში ექსტრემალური ავტოსპორტისა და ავტოტურიზმის განვითარება და საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული ექსტრემალური ავტოსპორტის პოპულარიზაცია შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მომზადებული ავტომობილები და მათი ეკიპაჟები როგორც საქართველოდან, ასევე თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან.
მოწვევა გაეგზავნათ ირანულ, რუსულ უკრაინულ და ბულგარულ ოფროუდ კლუბებსაც.
1 მაისს, 10 საათზე, დაბა მანგლისში სტარტს აიღებს "GeoExtreme 2011" "ოფროუდ კლუბი საქართველო" უზრუნველყოფს გადამღები ჯგუფების გადაადგილებას შეჯიბრის ტრეკზე ტურნირის მიმდინარეობისას. წელს, სიახლის სახით, ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დამატებულია "ტურიზმის" კატეგორია, სერიული 4X4 ავტომობილით ასპარეზობის მსურველი მოყვარული ავტოსპორტსმენებისთვის. ტურიზმის კატეგორიის გამარჯვებულთათვის პრიზები დააწესა კომპანია DoMira Georgia-მ.
msy.gov.ge