GeoExtreme 2011 1 მაისს გაიმართება

AutoSharing Option
1 მაისს, საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირ "ოფროუდ კლუბის" ორგანიზებით, გაიმართება ტროფი ორიენტირების ტიპის რიგით მეშვიდე საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი "GeoExtreme 2011" . ტურნირი ჩატარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანია საქართველოში ექსტრემალური ავტოსპორტისა და ავტოტურიზმის განვითარება და საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული ექსტრემალური ავტოსპორტის პოპულარიზაცია შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მომზადებული ავტომობილები და მათი ეკიპაჟები როგორც საქართველოდან, ასევე თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან.

მოწვევა გაეგზავნათ ირანულ, რუსულ უკრაინულ და ბულგარულ ოფროუდ კლუბებსაც.
28 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ტურნირის ორგანიზატორები გამართავენ სპეციალურ ბრიფინგს მედიის წარმომადგენლებისათვის. 30 აპრილს, 11-16 საათამდე, ვარდების მოედანზე გაიამრთება მონაწილეთა რეგისტრაცია და ტექნიკური კომისია.

1 მაისს, 10 საათზე, დაბა მანგლისში სტარტს აიღებს "GeoExtreme 2011" "ოფროუდ კლუბი საქართველო" უზრუნველყოფს გადამღები ჯგუფების გადაადგილებას შეჯიბრის ტრეკზე ტურნირის მიმდინარეობისას. წელს, სიახლის სახით, ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დამატებულია "ტურიზმის" კატეგორია, სერიული 4X4 ავტომობილით ასპარეზობის მსურველი მოყვარული ავტოსპორტსმენებისთვის. ტურიზმის კატეგორიის გამარჯვებულთათვის პრიზები დააწესა კომპანია DoMira Georgia-მ.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული