პირველობისთვის ბრძოლაში არანაირი კონკურენცია არ შეინიშნება - პირველ ადგილზე მყოფი სებასტიან ფეტელი მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ამ რეიტინგში ახალ-ახალ სარეკორდო მაჩვენებლებს აფიქსირებს. სხვათა შორის, მონაკოს გრანპრიზე გამარჯვების შემდეგ "რედ ბულის" პილოტმა ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე გადაიყვანა გერმანია. წინა ლიდერი ავსტრალია მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
გერმანიის ლიდერობას ხელი შეუწყო იმანაც, რომ შარშანდელი სექტემბრიდან მეორე ადგილზე დამკვიდრებული მარკ უებერი ნელ-ნელა კარგავს სარეიტინგო ქულებს. ერთი კვირის წინ "რედ ბულის" ავსტრალიელმა პილოტმა ვერ დაიცვა
საბოლოოდ, უებერს კონკურენტები მიუახლოვდნენ. ეს არის სამეული, რომელთა წევრებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთმანეთში ცვლიდნენ პოზიციებს. მაგრამ თუ ადრე ფერნანდო ალონსო, ლუის ჰემილტონი და რალისტი სებასტიან ლოები მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ, ახლა ისინი მეორე პოზიციაზე აცხადებენ პრეტენზიას. არგენტინის რალის მოგების შემდეგ ლოებმა კიდევ ერთხელ გაუსწრო ჰემილტონს.
ლუისი მონაკოში კარგად ვერ გამოვიდა, სამაგიეროდ მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი ავიდა პოდიუმზე და ამით რეიტინგში დარიო ფრანკიტის გაასწრო, რომელმაც გასულ უქმეებზე მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა ლეგენდარულ "ინდი 500"-ზე. სხვათა შორის, "ინდი 500"-ზე გამარჯვებით დენ უელდონმა პილოტთა პირველ ასეულში ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა - ბრიტანელი 24 საფეხურით ავიდა მაღლა და ახლა 59-ე ადგილს იკავებს.
რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 27 411
2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 093
3. ს. ლოები (რალი) 20 623
4. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 20 479
5. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 20 026
6. უ. პაუერი (IndyCar) 18 451
7. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 17 718
8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 694
9. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 323
10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 16 125