წელს რალის პირველობა საინტერესოდ მიმდინარეობს, რადგან აღარ შეინიშნება წინა ექვსი ჩემპიონატის ტრიუმფატორის სებასტიან ლოების დომინირება. ამ სეზონში ფრანგს ძალიან ავიწროებენ კონკურენტები და ამის დამადასტურებელი იყო "აკროპოლისის რალი".
მაგალითად, პირველ დღეს რალისტებმა ექვსი სპეცმონაკვეთი გაიარეს და "სიტროენის" პილოტმა, ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა 51 წამი მოუგო ამავე მანქანით მოასპარეზე ლოებს. თანაც ფრანგს კვალში ედგნენ მიკო
საბოლოოდ, ყველაზე მეტად სებასტიან ოჟიეს გაუმართლა, რომელმაც ბოლო დღეს გამოსტაცა ხელიდან გამარჯვება ლოებს. ამით ახალგაზრდა ფრანგმა საერთო ჩათვლაში შეამცირა სხვაობა თანამემულესთან და ჰირვონენთან.
"ეს რალი ძალიან წარმატებული იყო ჩემთვის, - განაცხადა ბერძნული ეტაპის ტრიუმფატორმა. - პარასკევს ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ვიპოვნე საჭირო ტემპი, განსაკურთებით ბოლო დღეს, როცა მთელი ძალით ვუტევდი".
სხვათა შორის, "აკროპოლსის რალიში" მოპოვებული მეორე ადგილის წყალობით ლოებმა საიუბილეო - მეასე პოდიუმი დააფიქსირა, თუმცა ჩემპიონატის ლიდერი მაინც ვერ იყო ხასიათზე, რადგან ბოლო მომენტში დაკარგა გამარჯვება. ლოებს მიაჩნია, რომ ოჟიემ არა სისწრაფის, არამედ ტაქტიკის ხარჯზე გაიმარჯვა, რადგან ახალგაზრდა პილოტი სიჩქარეს აგდებდა, რათა მომდევნო დღე მეტოქეებს დაეწყოთ და შესაბამისად, მისთვის გზა გაეწმინდათ.
პირველი დღის ლიდერი პეტერ სოლბერგი, საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე გავიდა - მან წინ არამარტო "სიტროენის" პილოტები, არამედ ჰირვონენიც გაუშვა. რაც შეეხება კიმი რაიკონენს, მან ყოველგვარი რისკის გარეშე გაიარა მთელი დისტანცია და ქულათა ზონაში (მეშვიდე ადგილი) მოხვდა.
VII ეტაპი. საბერძნეთის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:04.44,3; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +10,5; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +13,5; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +38.8; 5. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +5.24,7; 6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +6.54,7; 7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +8.29,4...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 146 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 129; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 124; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 76; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 73; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 48; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 36; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 24; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 20; 10. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 20...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"