მანქანა - Mercedes SLS კარგად არის ცნობილი ფორმულა 1-ის ყველა გულშემატკივრისთვის. ამ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპებზე სწორედ ეს მანქანა ასრულებს უსაფრთხოების ავტომობილის როლს. ამასობაში, "მერსედესში" დაამზადეს SLS-ის ახალი ვერსია, რომელიც სამოყვარულო და პროფესიულ დონეზე რბოლებისთვის იქნება განკუთვნილი. დასახელდა ახალი მანქანის ფასიც - ის დაახლოებით 400 ათას ევროს უდრის.
ახალ ავტომობილში კარი ქვემოდან ზემოთ იღება და მას "თოლიას ფრთა" შეარქვეს. "მერსედესი" უკვე გამოსცადა DTM-ის სერიის ხუთგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ბერნდ შნაიდერმა, 25 სექტემბერს კი მანქანის დებიუტი შედგება - ამისთვის შეარჩიეს VLN-ის ოთხსაათიანი
როგორც გერმანული პრესა წერს, "მერსედესის" სპორტული განყოფილების ხელმძღვანელობამ გერმანულ ავტოდრომზე გამოსვლა ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონს, ფინელ მიკა ჰაკინენს შესთავაზა. სკანდინავიელს ორწელიწადნახევარია მონაწილეობა არ მიუღია რბოლებში - მას შემდეგ, რაც DTM-ში გამოსვლა დაასრულა. ამავდროულად ცნობილია, რომ ფინელს "მერსედესთან" ძველი და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ამიტომაც ვარადობენ, რომ ჰაკინენი ხელიდან არ გაუშვებს იშვიათი მანქანით რბოლაში მონაწილეობის შესაძლებლობას და ამ წინადადებას დათანხმდება.