იაპონია როსისაც არ უნდა

AutoSharing Option
იზრდება იმ მოტომრბოლთა რიცხვი, რომლებსაც არ სურთ იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპზე გამგზავრება. მიზეზად ისინი ქვეყანაში მაღალ რადიაციულ ფონს ასახელებენ.

პირველმა იაპონიაში გამგზავრებაზე კატეგორიული უარი განაცხადა ესპანელმა დანი პედროსამ. ახლა კი მის აზრს იზიარებს ლეგენდარული იტალიელი, "დუკატის" წევრი ვალენტინო როსი.

"მე ვეთანხმები დანის აზრს. მართლაც არ ღირს იაპონიაში გამგზავრება. ბოლო მომენტამდე იმედი მქონდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და რბოლას გააუქმებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა. ახლა ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს", - განაცხადა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ რბოლა "მოტეგის" ავტოდროზე
2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

როსი ორგანიზატორებს ეტაპის "მოტეგიდან" "სუზუკას" ავტოდრომზე გადატანას სთავაზობს, რომელიც რადიაციისგან დაბინძურებული ტერიტორიიდან მოშორებით მდებარეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული