კიმის აგენტი მოლაპარაკებას უარყოფს

AutoSharing Option
რალის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე კიმი რაიკონენი ესპანეთის ეტაპს გამოტოვებს. რბოლა 21-23 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა განაცხადების მიღება 20 სექტემბერს დასრულდა და მონაწილეთა შორის არ აღმოჩნდა რაიკონენი.

თავდაპირველად ფინელს შეტანილი ჰქონდა ესპანეთის რალი საკუთარ განრიგში. ჟურნალისტებმა ჯერ ვერ გაარკვიეს კიმის უარის მიზეზი. რაიკონენმა ამასწინ გამოტოვა ავსტრალიის რალი და ამის გამო საერთო ჩათვლიდან ამოიღეს.
ბოლოდროინდელი ჭორების თანახმად, ფინელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს: რალიში დარჩენა, ფორმულა 1-ში დაბრუნება, ნასკარის სერიაში ან ლე მანის 24-საათიან რბოლებში გადასვლა...

სხვათა შორის ფორმულა 1-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით გუშინ
პირველი კომენტარი გააკეთა ფინელი პილოტის მენეჯერმა სტივ რობერტსონმა. მისი თქმით, კიმი ამჟამად არ აწარმოებს მოლაპარაკებებს "სამეფო რბოლების" არც ერთ გუნდთან.

ამასთან, რობერტსონმა განაცხადა, რომ ფინელი პილოტის მომავალი ზამთრის დასაწყისში გაირკვევა.
"დასაქმების უამრავი ვარიანტი არსებობს, - ამბობს რაიკონენის აგენტი. - მაგრამ ამ მომენტისთვის ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფორმულა 1-ის გუნდებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. შესაბამისად, არაფრის კომენტირება არ შემიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული