ტრაგედიის ექო

AutoSharing Option
ბრიტანული პრესა აქტიურად განიხილავს ინდიკარის რბოლაში მომხდარ ავარიას, რომელმაც ამ სერიის ყოფილი ჩემპიონის დენ უელდონის დაღუპვა გამოიწვია. ფორმულა 1-ის ლეგენდა ნაიჯელ მენსელი ეთანხმება ჯოდი შექტერის აზრს, რომელსაც სურს, რომ მისმა ვაჟმა მიატოვოს ამერიკული სერია უელდონის დაღუპვის შემდეგ...

ნაიჯელ მენსელი: "ფორმულა 1-ის უსაფრთხოება - მაგალითი უნდა იყოს ინდიკარისთვის. ტრასაზე აუცილებელია უსაფრთხოების ზონები, რომელიც პილოტს ინციდენტის შემთხვევაში სიჩქარის დაკლების საშუალებას მისცემს. ოვალურ ტრასებზე კი არსად წასასვლელი არ არის - პატარა ინციდენტმა შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ წამის მეასედებში პილოტი ბეტონის კედელს შეასკდება იქამდე,
სანამ რამეს გააცნობიერებს.

ვეთანხმები შექტერს - საათში 350 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი 34 მანქანა კილომეტრნახევრიან ტრასაზე - ეს მეტისმეტია. როცა ტრასაზე ამდენი მანქანაა, პატარა შეცდომამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს".
ფორმულა 1-ში უსაფრთხოებისთვის მებრძოლი, სერ ჯეკი სტიუარტი ასევე მიიჩნევს, რომ ამერიკულ სერიებში უსაფრთხოების სტანდარტებია შესაცვლელი.

ჯეკი სტიუარტი: "როცა მე ვმონაწილეობდი რბოლებში, პილოტების შეჯახება დიდი იშვიათობა იყო, რადგან ნებისმიერ კონტაქტს შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყოლოდა, მაგრამ დღეს კონტაქტური ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია და ეს გადამჭრელი მოქმედებისკენ მოწოდება უნდა იყოს.

ეს ავარია და მისი შედეგები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რისკი ძალიან მაღალია. ხელმძღვანელობამ სიტუაცია კონტროლს უნდა დაუქვემდებაროს - პილოტები სერიოზულად უნდა დაისაჯონ ერთმანეთთან კონტაქტის გამო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული