წლევანდელი ჩემპიონატის ბოლო ეტაპი ამერიკული ავტოსპორტის ისტორიაში შევა. სტიუარტმა Chevrolet Impala-ს მანქანით მოიგო რბოლა და კარიერაში მესამედ მოიგო ეს სერია, თუმცა რბოლის სტარტი ჩააგდო და საწყის წრეებზე მე-40 ადგილამდე დაქვეითდა.
გარდა ამისა, პილოტმა რამდენჯერმე ბევრი დრო დაკარგა პიტსტოპებზე: თავიდან მანქანას ლოკალური რემონტი დასჭირდა, შემდეგ პრობლემები შეიქმნა პნევმოდომკრატთან დაკავშირებით. მაგრამ ყოველ
ეტაპისთვის განკუთვნილი 267 წრის განმავლობაში ტონიმ ჯამში 118 გასწრება შეასრულა. მაყურებელმა ემოციებისგან დასვენება მხოლოდ რბოლის შუაში მოახერხა, როცა წვიმის გამო რბოლა ერთი საათის შეაჩერეს.
საერთო ჩათვლის ლიდერმა კარლ ედვარსმა სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო და მთელი რბოლა ლიდერთა შორის იყო. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში Ford Fusion-ით მოასპარეზე პილოტმა ვერაფერი დაუპირისპირა სტიუარტის სიჩქარეს და მეორე მივიდა ფინიშთან დაახლოებით წამნახევრიანი ჩამორჩენით.
საბოლოოდ, ჩემპიონატის 36 ეტაპის შედეგების მიხედვით პრეტენდენტებმა ქულათა ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს, მაგრამ ჩემპიონი სტიუარტი გახდა უფრო მეტი ეტაპის მოგების წყალობით: მის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება იყო, ედვარდსმა კი სეზონში მხოლოდ ერთხელ შეძლო ფინიშზე პირველი მისვლა.
NASCAR Sprint Cup
ჰოუმსტედი (აშშ)
1. ტონი სტიუარტი ("შევროლე") - 267 წრე; 2. კარლ ედვარდსი ("ფორდი") - +1.306; 3. მარტინ ტრუექსი ("ტოიოტა") - +7.242; 4. მეტ კენსეტი ("ფორდი") - +7.539; 5. ჯეფ გორდონი ("შევროლე") - +9.967; 6. კლინტ ბოუიერი ("შევროლე") - +11.772; 7. კეისი კეინი ("ტოიოტა") - +12.476; 8. კევინ ჰარვიკი ("შევროლე") - +14.279; 9. დენი ჰემლინი ("ტოიოტა") - +14.505; 10. ჯეფ ბარტონი ("შევროლე") - +16.254; 11. დეილ ერნჰარდტი ("შევროლე") - +17.177; 12. რაიან ნიუმანი ("შევროლე") - +19.620...
საერთო ჩათვლა
1. ტონი სტიუარტი - 2403 ქულა; 2. კარლ ედვარდსი - 2403; 3. კევინ ჰარვიკი - 2345; 4. მეტ კენსეტი - 2330; 5. ბრედ კასელოვსკი - 2319; 6. ჯიმი ჯონსონი - 2304; 7. დეილ ერნჰარდტი - 2290; 8. ჯეფ გორდონი - 2287; 9. დენი ჰემლინი - 2284; 10. რაიან ნიუმენი - 2284; 11. კურტ ბუში - 2262; 12. კაილ ბუში - 2246... 21. ხუან პაბლო მონტოია - 932...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"