დღეს ჩემპიონთა რბოლაა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის საფეხბურთო მოედანზე "ჩემპიონთა რბოლა" გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად ერთმანეთს ეჯიბრებიან სხვადასხვა სარბოლო სერიის საუკეთესო წარმომადგენლები.

სულ სტარტზე 16 პილოტი გავა. გუნდურ და ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ბრძოლა ერთნაირი პრინციპით ჩატარდება - ჯერ ჯგუფური ეტაპი და შემდეგ პლეი ოფი.

გაიმართა წილისყრა და დაკომპლექტდა ჯგუფები ორივე ტურნირში. ინდივიდუალურში ოთხი ჯგუფის შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღო:

A ჯგუფი: ფილიპე ალბუკერკი, ენდი პრიოლი, დევიდ კულტჰარდი, ტრევის პასტრანა;
B ჯგუფი: მატიას ექსტრიომი, მარტინ ტომჩიკი, იან კოპეცკი, სებასტიან ოჟიე;
C ჯგუფი: მიხაელ შუმახერი, ჯენსონ ბატონი,
ბრაიან დიგანი, იუჰო ჰიარინენი;
D ჯგუფი: სებასტიან ფეტელი, ტომ კრისტენსენი, ვიტალი პეტროვი, რომან გროსჟანი.

ინდივიდუალური ტურნირი კვირას გაიმართება, ერთი დღით ადრე კი გათამაშდება "ეროვნებათა თასი" (გუნდური პირველობა). აი, როგორ გამოიყურება ჯგუფების შემადგენლობები:

A ჯგუფი: საფრანგეთი (სებასტიან ოჟიე, რომან გროსჟანი), სკანდინავია (ტომ კრისტენსენი, იუჰო ჰიარინენი), აშშ (ტრევის პასტრანა, ბრაიან დიგანი), SAT1-ის ნაკრები (ტიმო გლოკი, ტიმო შაიდერი);
B ჯგუფი: გერმანია (მიხაელ შუმახერი, სებასტიან ფეტელი), სლავური ნაკრები (ვიტალი პეტროვი, იან კოპეცკი), ბრიტანეთი (ჯენსონ ბატონი, ენდი პრიოლი), ყველა ვარსკვლავი (დევიდ კულტჰარდი, ფილიპე ალბუკერკი).

თითო ჯგუფიდან ნახევარფინალში ორ-ორი უძლიერესი გუნდი გადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული