შუმი და სება ზედიზედ მეხუთედ

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის საფეხბურთო არენაზე რიგით 23-ე საჩემპიონო რბოლა გაიმართა.

პირველ დღეს გაირკვა გამარჯვებული გუნდურ პირველობაზე - "ეროვნებათა თასზე". გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ორი ჩემპიონის - მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ფეტელის შემადგენლობით, უპრობლემოდ მიაღწია ფინალამდე, რომელშიც დამაჯერებლად დაამარცხა სკანდინავიის ნაკრები. ამ გუნდის რიგებში გამოდიოდნენ რალისტი იუჰო ჰიანინენი და "ლე მანის" რბოლების ოსტატი ტომ კრისტენსენი.

თუმცა გერმანელებისთვის ეს საღამო ცუდად დაიწყო - პირველ დუელში შუმახერი ვიტალი პეტროვთან დამარცხდა - სხვაობა მათ შორის 0,07 წამი იყო. მაგრამ ამით მოულოდნელობები დასრულდა და გერმანიის ნაკრები
ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ბრიტანეთის ნაკრები ელოდა.

მეორე ჯგუფში ბრძოლა უფრო დაძაბული იყო და იქ პირველი ორი ადგილი სკანდინავიელებსა და ფრანგებს ერგოთ. ნახევარფინალში კრისტენსენმა და ჰიარინენმა რომან გროსჟანისა და სებასტიან ოჟეის წყვილი დაამარცხეს და ფინალში მეტოქის გარკვევას დაელოდნენ.

ბრიტანეთის ნაკრებს აქამდე არსოდეს ჰქონდა მოგებული "ეროვნებათა თასი" და ამჯერად, ჯენსონ ბატონი და მსოფლიო ტურინგის სამგზის ჩემპიონი ენდი პრიოლი საბრძოლველად იყვნენ განწყობილი. ნახევარფინალში "მაკლარენის" პილოტმა შუმახერს მოუგო, მაგრამ პრიოლი ვერ გაუმკლავდა ფეტელს. გადამწყვეტ დუელში სებამ ბატონსაც აჯობა.

ასე რომ, გერმანია ფინალში გავიდა და იქ, როგორც გითხარით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამარცხა სკანდინავიელთა გუნდი. მიხაელისა და სებასტიანის დუეტისთვის ეს არის ზედიზედ მეხუთე ტრიუმფი "ეროვნებათა თასზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული