და აი, უკვე არის პირველი შედეგი - გამოცხადდა, რომ 2012 წელს სტარტს აიღებს ახალი სარბოლო სერია - i1 Supercar, რომლის მონაწილეები ცხრა ინდურ ქალაქს წარმოადგენენ.
ორი მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ ისეთი ცნობილი პილოტები, როგორებიც არიან ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი ჟაკ ვილნევი, ამ სერიის ვეტერანები - ჯანკარლო ფიზიკელა, ჟან ალეზი, ჰაინც-ჰარალდ ფრენცენი, მიკა სალო, ვიტანტონიო ლიუცი, კარუნ ჩანდჰოკი, ნარაიან კართიკეიანი და სხვები. ასევე
სადებიუტო სეზონში გაიმართება ხუთი ეტაპი საემიროებში, მალაიზიაში, ბაჰრეინში, კატარსა და ინდოეთში. პირველობა 21 იანვარს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.
პილოტები გამოვლენ Radical SR3-ის სპორტული მანქანებით. ეს სპორტკარები სამ წამში ავითარებენ საათში 100 კილომეტრს, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 250 კილომეტრს უდრის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"