ინდოელები არ ხუმრობენ

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით ინდური სარბოლო ჩემპიონატის შესახებ, რომლის სახელწოდებაა - i1 Super Series. ხუთეტაპიანი ჩემპიონატი, რომელშიც საკუთარი გუნდები ეყოლებათ ინდოეთის ქალაქებს, სტარტს 21 იანვარს აიღებს და 10 მარტს დასრულდება. მონაწილეები 250 ცხენის ძალის სპორტკარებით (Radical SR3) გამოვლენ.

i1 Super Series ჩვეულებრივი რეგიონალური პირველობა იქნებოდა, რომ არა მონაწილეთა შემადგენლობა - საბოლოო სიაში ფორმულა 1-ის ცხრა ყოფილ პილოტს ვხედავთ, მათ შორისაა მსოფლიოს ერთი ჩემპიონი და გრანპრის სამი გამარჯვებული.

სტარტზე გავლენ: ჟაკ ვილნევი, ჯანკარლო ფიზიკელა, ჰაინც-ჰარალდ ფრენცენი, ჟან ალეზი, მიკა სალო, ვიტანტონიო
ლიუცი, ქარუნ ჩანდჰოკი, ალექს იონგი და საკონ იამამოტო.

ცალკე იქნება ახალგაზრდა პილოტების ჩათვლა. აქ ვიხილავთ "რედ ბულის" ტესტპილოტს ნილ იანის, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონის ნიკი ლაუდას ვაჟს - მატიამ ლაუდასა და სხვებს. სიაში არის ორი ქალი პილოტი: პიპა მანი და სინდი ალემანი.

i1 Super Series-ის მთლიანი საპრიზო ფონდი 2 მილიონი დოლარი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული