მსუბუქი ავტომობილების კლასში "მინითი" მოასპარეზე სტეფან პეტერანსელს ორჯერ მოუწია საბურავის გამოსაცვლელად შეჩერება. ფრანგის პრობლემებით კი კარგად ისარგებლეს მისმა თანაგუნდელებმა - ნანი რომამ, რომელმაც მოიგო ეტაპი და კშიშტოფ ჰოლოვჩიკმა, ვინც გამარჯვებულს წუთით ჩამორჩა. ამ დუეტთან ახლოს იყვნენ ნასერ ალ-ატიია, რობი გორდონი (ორივე - "ჰამერი") და ჟინიელ დე ვილიერი "ტოიოტათი".
საერთო ჩათვლაში პირველზე გადაინაცვლა ჰოლოვჩიკმა, რომელიც გორდონს მხოლოდ 54 წამით უსწრებს. მოქმედი ჩემპიონი ალ-ატიია მეექვსეზეა ექვსწუთიანი
მსუბუქი
III ეტაპი
1. რომა (Mini) - 2.26,51; 2. ჰოლოვჩიკი (Mini) - +1,09; 3. ალ ატიია (Hummer) - +1,29; 4. დე ვილიერი (Toyota) - +1,33; 5. გორდონი (Hummer) - +2,08; 6. ტერანოვა (Toyota) - +6,08...
საერთო ჩათვლა
1. ჰოლოვჩიკი (Mini) - 5.51,06; 2. გორდონი (Hummer) - +0,54; 3. დე ვილიერი (Toyota) - +1,40; 4. რომა (Mini) - +1,50 ; 5. პეტერანსელი (Mini) - +2,41; 6. ალ ატიია (Hummer) - +6,34...
* * *
მოტოციკლთა კლასში სირილ დეპრემ სერიოზული დარტყმა მიაყენა მარკ კომას პოზიციებს. ფრანგმა მოიგო ეტაპი, იმ დროს, როცა ესპანელმა მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა და მთავარ კონკურენტთან ერთბაშად 13 წუთი წააგო. ახლა საერთო ჩათვლაში დეპრე წინ არის: კომას მთელი 10 წუთით ასწრებს. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ჰანდიკაპი არ არის, მაგრამ სირილს ეს დამაჯერებლობას მატებს.
რაც შეეხებს კომას წაგების მიზეზებს, მას გზა აერია და ზედმეტი 16 კილომეტრი გაიარა, არადა, მანამდე კომა და დეპრე ერთად მიდიოდნენ - მათ შორის სხვაობა მხოლოდ ორი წამი იყო.
მოტოციკლი
III ეტაპი
1. დეპრე (KTM) - 3.48,38; 2. ვერჰოვენი (Sherco) - +8,37; 3. გონსალვეში ("ჰუსკვარნა") - +8,39; 4. როდრიგესი (Yamaha) - +10,03; 5. დუკლო (Aprilia) - +11,12; 6. კასტო (Yamaha) - +11,42...
საერთო ჩათვლა
1. დეპრე (KTM) - 7.31,42; 2. კომა (KTM) - +10,12; 3. კასტო (Yamaha) - +17,16; 4. ლოპესი (Aprilia) - +17,37; 5. როდრიგესი (Yamaha) - +19,49; 6. დუკლო (Aprilia) - +20,47...
* * *
ლიდერის ცვლილება მოხდა სატვირთო მანქანების კლასში. სპეცმონაკვეთი მიკი ბიაზონმა მოიგო, რომელმაც ერთბაშად მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე იყო არტურ არდავიჩუსი. მან ისარგებლა გერარდ დე როოის პრობლემებით და მასთან სრულად გააბათილა ჩამორჩენა. პირველი ხუთეული ძალიან მჭიდროდაა საერთო ჩათვლაში და აქ ჯერ ფავორიტიც არ არის გამოკვეთილი.
სატვირთო
III ეტაპი
1. ბიაზონი (Iveco) - 2.50,53; 2. არდავიჩუსი (KAMAZ) - +1,09; 3. კარგინოვი (KAMAZ) - +2,19; 4. ლოპრაისი (Tatra) - +3,34; 5. სტეისი (Iveco) - +4,37; 6. ადუა (Iveco) - +8,03...
საერთო ჩათვლა
1. არდავიჩუსი (KAMAZ) - 6.47,33; 2. დე როოი (Iveco) - +0,28; 3. ბიაზონი (Iveco) - +1,51; 4. სტეისი (Iveco) - +1,57; 5. ლოპრაისი (Tatra) - +2,43; 6. ნიკოლაევი (KAMAZ) - +12,34...
* * *
კვადროციკლების ჩათვლაში კრახი ელოდა ლუკაშ ლასკავიეცს. საერთო ჩათვლის აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა სტარტზე ლიდერობა იგდო ხელთ, მაგრამ საბოლოოდ, ფინიშამდე ვერ მიაღწია.
ლიდერობა ძმებმა პატრონელებმა მოიპოვეს: მარკოსმა ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაში მეორეა - ის 55 წამით ჩამორჩება ალეხანდროს. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელი ლა ფუენტე, რომელიც პირველ ეტაპზე ლიდერობდა გენერალურ კლასიფიკაციას, ამ დღეს საათზე მეტი წააგო და ძალიან ჩამოქვეითდა.
კვადროციკლები
საერთო ჩათვლა
1. ა. პატრონელი (Yamaha) - 9.32,31; 2. მ. პატრონელი (Yamaha) - +0,55; 3.მაფეი (Yamaha) - +2,41; 4. სონიკი (Yamaha) - +22,33; 5. ბონეტო (Honda) - +36,18; 6. ჰენდერსონი (Honda) - +39,41...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"