ისევ ახალი ლიდერი

AutoSharing Option
ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ლეგენდარული ავტომარათონი - დაკარი. გაიმართა მერვე ეტაპი, რომლის საერთო სიგრძე 477 კილომეტრი იყო. მონაწილეებმა გადაკვეთეს არგენტინა-ჩილეს საზღვარი და ჩილეს ტერიტორიაზე აგრძელებენ სვლას.

მერვე ეტაპის მთავარი მოვლენა იყო - ლიდერის ცვლილება მოტომრბოლთა კლასში. ესპანელმა მარკ კომამ უშეცდომოდ გაიარა მთელი დისტანცია, ხოლო ლიდერი სირილ დეპრე ტალახში გაეჩხირა და დიდი დრო დაკარგა. შედეგად, ფრანგმა გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობა გადაულოცა კომას. ესპანელს რვა ეტაპის შემდეგ წუთნახევრიანი უპირატესობა აქვს.

საერთო ჩათვლა
1. მარკ კომა (KTM) - 23.24,18; 2. სირილ დეპრე (KTM) -
+1,26; 3. ელდერ როდრიგესი (Yamaha) - +49,01; 4. დავიდ კასტო (Yamaha) - +1.09,52; 5. პაულო გონსალვეში (Husqvarna) - +1.12,11; 6. ხორდი ვილადომსი (KTM) - +1.12,27...

* * *
ავტომობილების კლასშიც გაუჭირდა ლიდერსს - ლეგენდარულმა ფრანგმა სტეფან პეტერანსელმა საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გამო საკმაოდ დიდი დრო დაკარგა, რითაც ისარგებლეს კონკურენტებმა და საერთო ჩათვლაში ჩამორჩენა შეამცირეს.

ეტაპი ნანი რომამ მოიგო, რომელმაც სულ რაღაც 5 წამით გაუსწრო "ჰამერით" მოასპარეზე რობი გორდონს. რაც შეეხება საერთო ჩათვლას, აქ პეტერანსელი გორდონს შვიდ წუთს უგებს.

საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 20.04,15; 2. რობი გორდონი (Hummer) - +7,36; 3. კშიშტოფ ჰოლოვჩიკი (Mini) - +7,48; 4. ხოან რომა (Mini) - +12,27; 5. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +37,45; 6. ნასერ ალ-ატიია (Hummer) - +45,25...

სატვირთო
საერთო ჩათვლა
1. ჟერარდ დე როოი (Iveco) - 23.14,03; 2. ალეშ ლოპრაისი (Tatra) - +15,39; 3. ჰანს სტეისი (Iveco) - +48,06; 4. არტურ არდავიჩუსი (კამაზი) - +58,40; 5. აირატ მარდეევი (კამაზი) - +1.34,53; 6. პეპ ვილა (Iveco) - +2.06,05...

კვადროციკლები
საერთო ჩათვლა
1. ალეხანდრო პატრონელი (Yamaha) - 28.43,03; 2. ტომას მაფეი (Yamaha) - +1.08,05; 3. მარკოს პატრონელი (Yamaha) - +1.20,57; 4. იგნასიო კაზალე (Yamaha) - +3.18,16; 5. როდრიგო რამირესი (Can-Am) - +4.55,04; 6. ლუკას ბონეტო (Honda) - +5.13,06.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული