სამთო თხილამურობა:მხოლოდ ოცდამეხუთე
ავსტრიულ ანაბერგში გუშინ სამთომოთხილამურეებმა მოიყარეს თავი. ისინი სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მოასპარეზეთა შორის იყო ჯაბა გელაშვილი, რომელმაც 1.46,66-ით ოცდამეხუთე ადგილი დაიკავა. კვარცხლბეკის პირველ-მეორე საფეხურებზე მასპინძლები - მარკ დიგრუბერი (1.36,97) და მანუელ ფელერი (1.37,00) ავიდნენ, მესამე იყო ბრიტანელი დევიდ რიდინგი (1.27,26).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"